გორში, ავტომობილი ქვეით ბავშვს შეეჯახა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე ავტომობილი ქვეით ბავშვს დაეჯახა. დაშავებული 10 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ინტერპრესნიუსის ცნობით, მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ თანატოლებთან ერთად ბურთით თამაშობდა და ავტომობილების სავალ ნაწილზე ბურთს გაეკიდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.
დაშვებული ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.