თეირანი 7 მარტს ნავთობის საცავებზე ისრაელის საჰაერო იერიშების შემდეგSasan / Middle East Images / AFP via Getty Imagesგამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 3 აპრილს შუამავლებმა განაცხადეს, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად რეგიონული ქვეყნების ძალისხმევა, რომელსაც პაკისტანი ხელმძღვანელობდა, ჩიხში შევიდა.
მედიატორების თქმით, ირანმა მათ ოფიციალურად განუცხადა, რომ არ არიან მზად მომდევნო დღეებში ისლამაბადში აშშ-ს მაღალჩინოსნებთან შესახვედრად და დაამატეს, რომ ამერიკის მოთხოვნები მიუღებელია.
წყაროების მიხედვით, თურქეთი და ეგვიპტე მაინც ცდილობენ, რომ წინ წასასვლელი გზა გამონახონ და მოლაპარაკებებისთვის ახალი ადგილები განიხილონ, მათ შორის, კატარის დედაქალაქი დოჰა ან სტამბოლიც.
მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ირანმა აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება სთხოვა, რაც ირანის რეჟიმმა უარყო, ხოლო საკითხზე ინფორმირებულმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის იდეის მიმართ მზადყოფნა გამოხატა, თუკი ირანი ჰორმუზის სრუტეს გახსნიდა.
უფრო ადრე შუამავლებმა აღნიშნეს, რომ ირანი ომის დამთავრებას მხოლოდ იმ შენთხვევაში დათანხმდებოდა, თუკი აშშ თეირანს რეპარაციებს გადაუხდიდა, ახლო აღმოსავლეთში ბაზებს დატოვებდა და მათ თავდაუსხმელობის გარანტიას მისცემდა.