რატი ბრეგაძე – ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ – მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ

ირაკლი ს და ირაკლი ღარიბაშვილს წარმატებებს ვუსურვებ – მთელი გუნდი მზადყოფნაში ვართ იმისთვის, რომ ორივეს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, მთავრობის მომავალ შემადგენლობაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ვრცლად ისაუბრებს.
“პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ირაკლი კობახიძეს ახალ პოზიციაზე. ასევე, მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოზიციაზე. ეს ორივე პოზიცია არის საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მათ, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი ვართ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ამ ორივე ადამიანს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე გააკეთებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთელი გუნდი არის სრულ მზადყოფნაში, სადაც გადაწყვეტილება {მიღებული} იქნება იქ ვიმუშაოთ”, – განაცხადა მინისტრმა.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრი მედიასთან საუბრისას მის მიერ გამოქვეყნებულ საჯარო პოსტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტია რა პოსტს გამოაქვეყნებს.
ამასთან, მან საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
“რაც შეეხება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, პირველ რიგში, ჩვენ ყველა ვართ ადამიანები, მე ძალიან ვაფასებ მეგობრობას, ვინც მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად იქნება ჩემი მეგობარი დასაქმებული და მე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პირველ რიგში, მეგობრობისთვის და მერე სხვა ყველაფრისთვის, რაზეც ასე ვრცლად ვისაუბრე. ეს ადამიანი არის ჩემი მეგობარი და ჩემთვის ძალიან ძვირფასი. შესაბამისად, მე მეგობარზე რას დავწერ და როგორ დავწერ, ნება მიბოძეთ და ეს არის ჩემი გადასაწყვეტი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება