ვოლოდიმირ ზელენსკი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნაზე გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის და აცხადებს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას.
„მადლობას ვუხდი შარლ მიშელს და ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის 2024-2027 წლებში 50 მილიარდი ევროს მოცულობის მექანიზმის შექმნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება 27-ვე ლიდერმა მიიღო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე ერთიანობას“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისივე თქმით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა გააძლიერებს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო დახმარება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა დღეს, სპეციალურ სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის გამოყოფასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა