“ანუ, რა გამოდის, ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია? – საინტერესოა” – გვარამია

“ქართულ ოცნებაში” ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პარტიის თავმჯდომარე უკვე ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, ხოლო ირაკლი კობახიძე მომავალი პრემიერმინისტრი, “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ეხმაურება და წერს:
“ანუ, რა გამოდის, კობახიძე ღარიბაშვილის მინისტრების პრემიერია? ანუ, რა გამოდის, პრობლემა მარტო ღარიბაშვილში იყო და ამიტომ წავიდა მარტო ის? ანუ, რა გამოდის, კლანური ურთიერთდაპირისპირებებით ბიძინას დაშანტაჟება უკვე შესაძლებელია (განსხვავებით ღარიბაშვილის პირველი გადაყენებისგან, როცა მთელი შემადგენლობით გამოხვეტეს ყველაფრიდან)? თუ ეგრე გამოდის, საინტერესო გამოდის”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში