საგანგაშო ზრდა არ იქნება, ალბათ, ტომარა ფქვილის ფასი 1-2 ლარით მოიმატებს – „ბარაქა“(bm.ge)

წისქვილკომბინატ „ბარაქას“ გენერალური დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი ელის, რომ თვითღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების გათვალისწინებით, ტომარა ფქვილის ფასი აპრილის ბოლოდან, სავარაუდოდ, 1-2 ლარით მოიმატებს.როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ამ მატების მიუხედავად, ფასი მაინც ნაკლები იქნება ორი თვის წინ არსებულ მაღალ ნიშნულზე.წისქვილკომბინატის დირექტორის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ძირითადად, სწორედ ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე არსებული მოლოდინები განიხილეს.”სამინისტრომ გააკეთა დარგობრივი საბჭოები და ერთ-ერთი საბჭოდან გამომდინარე იყო შეხვედრა. როგორც იცით, ახლოვდება უკვე მოსავლის აღება, დაახლოებით 2-3 თვეში დაიწყება და საუბრის ძირითადი მიმართულებები იყო, რა პროგნოზებია, რა მოლოდინები გვაქვს, ზოგადად რეგიონში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ხორბლის მიწოდების ჯაჭვს რამე პრობლემა ხომ არ ექმნება. ასევე, ფასებზე იყო საუბარი, თუ რა მოლოდინი გვაქვს.მიმდინარე პერიოდისთვის, ხორბლის ფასი ძალიან მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება, ტრენდი ზრდისკენ აქვს, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ფქვილზე ფასის მატებას ისე, რომ რაღაცა საგანგაშო იყოს იმის გათვალისწინებითა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთი ტომარა 50 კილოგრამიანი ფქვილი 58 ლარიდან დაახლოებით 52-51 ლარის ფარგლებშია გაიაფებული, ანუ 6 ლარით არის გაიაფებული. ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, საუბარი იყო კიდევ ენერგომატარებლებზე, საწვავის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ასევე ირანიდან შემოდიოდა პოლიპროპილენი, რომელიც ტომრებისთვის ერთ-ერთი ძირითადი ნედლეულია და ასე შემდეგ. ამ ფაქტორებმა შეიძლება დაახლოებით ერთთვიან პერიოდში მოგვცეს 1-2 ლარიანი ფასის მატება თვითონ ფქვილზე, მაგრამ ეს ორი თვის წინ არსებულ ფასს ვერ გადააჭარბებს.რაც შეეხება გამოწვევებს, ჩვენი პრობლემა დღეს არის, რომ გვინდა ხორბლის ფასი იყოს სტაბილური, გვქონდეს რაღაცა ალტერნატიული ბაზრები. დანარჩენი ყოველდღიური პრობლემებზე იყო საუბარი”,- ამბობს ლადო ბიძინაშვილი.რაც შეეხება მეხორბლეების ინიციატივას ხორბლის იმპორტის დაბეგვრის შესახებ, ლადო ბიძინაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯი წისქვილკომბინატებზე ნეგატიურად აისახება, რადგან მათ ნედლეულს გაუძვირებს.”რეალურად, როდესაც რუსეთმა დააწესა ხორბლის ექსპორტზე გადასახედი აქედან გამომდინარე დადგა დღის წესრიგში, რომ დაგვეყენებინა ფქვილის იმპორტზე გადასახადი, რომ ქართველი და თუნდაც რუსი მწარმოებლები თანაბარ პირობებში ვყოფილიყავით. შესაბამისად, დღეს რომ ხორბალი დავბეგროთ, გამოდის, რომ წისქვილკომბინატებისთვის ნედლეული უნდა გაძვირდეს, შესაბამისად ისევ არათანაბარ პირობებში დავდგეთ, თუნდაც რუს, ყაზახ ან სომეხ მწარმოებლებისთან და გაჩერდებიან. დღესდღეობით წისქვილკომბინატების რაოდენობა იმდენად გაზრდილია, რომ დაახლოებით განახევრებული აქვთ ძველ წისქვილკომბინატებს რეალიზაცია. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ არ არის ლოგიკური გადასახადის შემოღება. ისევ ჯობია, რომ ფქვილზე მოვხსნათ გადასახადი.ალბათ უფრო ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს სჭირდებათ რაღაცა ხელშეწყობა, იქიდან გამომდინარე, რომ სასუქია გაძვირებული, საწვავია გაძვირებული, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია თვითღირებულების ნაწილში და ამ ფერმერების დახმარების კუთხით, რაღაცა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება დაიწყოს სამინისტრომ”,- აღნიშნა მან.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფქვილის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დარგში არსებული გამოწვევები, მიმდინარე ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს. სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი წარმოების ზრდის ხელშეწყობას, ბაზრის სტაბილურობის უზრუნველყოფას და ხორბლის სექტორში კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.წყარო: bm.ge