ირაკლი კირცხალია ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიაზე: ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს

ისინი ურტყამენ ყველაფერს და ყველას ყველაზე ავტორიტეტულს, ახლა როცა ნახეს რეალურად სად დგას ერი, დაკრძალვამდეც ვერ მოითმინეს და დაიწყეს ბინძური კამპანია, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას ერთადერთი მიზანი მაქვს, მაქსიმალურად დააკნინონ ის ავტორიტეტული ინსტიტუტი, რასაც საპატრიარქო წარმოადგენს.
„კიდევ ერთხელ ამ ეთერიდან მინდა მივუსამძიმრო ერს და ბერს ჩვენი სულიერი მამის გარდაცვალება. ის დააკლდება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არამედ მთელ საქრისტიანოს. ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის მიზანი ერთია – შეტევა ყველაფერზე რამაც შეიძლება დაასუსტოს ჩვენი სუვერენიტეტი, რამაც შეიძლება დაჰყოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა კირცხალიამ.
ამ კამპანიის ფონზეც ირაკლი კირცხალია დარწმუნებულია, რომ ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი ღირსეულად ჩაივლის.
„მე დარწმუნებული ვარ, როგორც რიგითი ქართველი, რომ ისე ღირსეულად ჩაივლის ყველაფერი როგორ ღისეულადაც იმოღვაწა ნახევარი საუკუნის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა, როგორ ღირსეულადაც უძლებდა საპარტრიაქო ბინძურ ტალღას, ასევე ღირსეულად ჩაივლის ეს პროცედურა და ქვეყანას ეყოლება პატრიარქი, რომელიც ასევე ღირსეულად გაუძღვება საპატრიარქოს და იზრუნებს ჩვენი ქვეყნის სულიერ სიმშვიდეზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა