ირაკლი კირცხალია ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: განულებულები არიან პოლიტიკურად, არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა – გარე ძალებზე დაყრდნობით აქ, შენ, მოგიწყონ პროვოკაცია

ტრაგიკომიკურია, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აქციას აანონსებს აგენტი, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, რადიკალები შეეცდებიან პროვოკაციების მოწყობას. „უსამშობლოთა გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს აანონსებს აქციას.
რაზე დაფუძნებულ აქციას აანონსებს, ვინ აანონსებს, როგორი პოლიტიკური წარსული საზოგადოება აანონსებს? ამ ყველაფერს ხომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხალხი ხომ უყურებს ამ ყველაფერს. ალბათ მიიღეს დავალება მათი პატრონებისგან. ასევე, აკვირდებიან თუ რა რესურსი აქვთ. ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ მათი რესურსი, როგორც კი საკანონმდებლო სივრცით და შემდეგ აღსრულებით შემცირდა ასობით მილიონი დოლარის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირ ხმარდებოდა იმ დესტრუქციას და ექსტრემიზმს, რომელსაც ვხედავდით ჩვენ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ. ვნახეთ, როგორ გამოეცალათ ყველანაირი ფუნდამენტი. ფუნდამენტი, რომელიც იდგა სამშობლოს ღალატზე და სამშობლოს გაყიდვაზე და დახელფასებულ პარტაქტივზე. მოლოდინი გვაქვს ერთადერთი ამ ექსტრემისტებისგან- ექსტრემიზმი. მაქსიმალურად სიტუაციების დაძაბვა, მაქსიმალურად პროვოკაციების მოწყობა, როგორც ყოველთვის, რასაც აკეთებდნენ. განულებულები არიან პოლიტიკურად, არანაირი პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. არიან სრულიად ლუსტრირებულები, რომ წარმოადგენენ აგენტურას. არანაირი სხვა გზა არ აქვთ, თუ არა – გარე ძალებზე დაყრდნობით, აქ შენ, მოგიწყონ პროვოკაცია“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა