ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე

მათ აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.
„ჩვენს რეგიონში ცეცხლის ალში ვართ, დღეს ვერავინ ვერ იტყვის, რომ ომის საფრთხე შენელებულია, ან შემცირებულია რისკი. პირიქით, ზოგადად მსოფლიოში არის ძალიან დაძაბული ვითარება. მათ [ოპოზიცია] დავალება იგივე აქვთ, მათ აქვთ დავალება რომ მაქსიმალურად დაიძაბოს ვითარება საქართველოში, აქ გაიყოს აზრი, აქ როგორმე სამშვიდობო პოლიტიკას შეექმნას საფრთხეს, როგორმე ჩვენს ეკონომიკას შეუქმნან საფრთხე. დღეს გვესაუბრებიან ოთხი შვილის დედაზე, ვინმეს ილუზია რჩება, რომ ეს ადამიანები თავისი აზრით მოქმედებენ? ან რომელი ემპათია უნდა გამოიწვიონ, ჩვენს ოთხ შვილზე არ ფიქრობდნენ ქალბატონი ელენე და მათი მეგობრები? ჩვეულებრივი პერფორმანსია ეს ყველაფერი, ყველამ კარგად ვნახეთ ის თვითდაჭერების სერია. მაშინ არ ფიქრობდნენ შვილებზე, როდესაც იდგნენ რუსთაველის გამზირზე და სტატისტიკად უნდოდათ ექციათ ჩვენი შვილები და მშობლები, არ ფიქრობდნენ ელემენტარული მიზეზის გამო – მათ ჰქონდათ, როგორც ყველა აგენტს აქვს, გარანტიები. ჩვენ რომ ვფიქრობთ ჩვენს შვილებზე, მშობლებზე, და-ძმებზე სწორედ ამიტომ ვართ არნახული შემოტევების ქვეშ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი