ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია

ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი, La Gazzetta dello Sport-ი უკვე საქართველოშია. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპორტული მედიაპლატფორმა, საქართველოში La Gazzetta dello Sport Georgia-ს სახელით გამოიცემა და სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურ ამბებს, ანალიზებსა და ისტორიებს შესთავაზებს.
პრეზენტაციას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
SMH Sports-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, La Gazzetta dello Sport-ის ფრენჩაიზი სწორედ მათ მოიპოვეს.
“SMH Sports-მა მოვიპოვეთ ფრენჩაიზი. ევრაზიის ტერიტორიაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაგვეწყო საქართველოთი, შესაბამისად, საქართველოში გაკეთებულიყო ჰაბი “La Gazzetta” ევრაზიაში”, – განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.
La Gazzetta dello Sport-ის რედაქტორის, ჯანლუკა ვარანობის განცხადებით, საქართველო საუკეთესო ადგილია პროექტის განსახორციელებლად.
“მე ვარ ამაყი, ვიყო დღეს აქ. ჩვენ აღვნიშნავთ La Gazzetta dello Georgia-ს პრეზენტაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ საქართველოდან – ულამაზესი ქვეყანა და საუკეთესო ადგილია ამ პროექტის განსახორციელებლად”, – აცხადებს La Gazzetta dello Sport-ის რედაქტორი ჯანლუკა ვარანობ.
ვეტერანი ფეხბურთელის ჯანლუკა ძამბროტას განცხადებით, La Gazzetta dello Sport-ის საქართველოში ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
“La Gazzetta dello Sport-ი იტალიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გაზეთია. მისი საქართველოში შემოსვლა ძალიან გააუმჯობესებს ჩვენს ურთიერთობას და ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს ვეტერანი ფეხბურთელი ჯანლუკა ძამბროტა.
“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ის, რომ La Gazzetta dello Sport-ი საქართველოში უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი. მინდა, მივულოცო სპორტის გულშემატკივრებს. ასეთი პროექტები ხელს შეუწყობს ქართული სპორტის პოპულარიზაციას,” – აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლეგიტიმურ კრიტიკაზე გაღიზიანების გამო, გერმანიის ელჩის თავდასხმები ქართველი ხალხის არჩეულ წარმომადგენლებზე, ღრმად არაევროპული ქცევაა, მნიშვნელოვანია, ამგვარი თავდასხმები შეწყდეს

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ევროპიდან ყველა ქვეყნის ლიდერი იქნება წარმოდგენილი, საუბარი გვექნება ჩვენი ქვეყნის მთავარ გზავნილებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ძირეულ ეროვნულ ინტერესებს