მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდით, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს – ირაკლი ზარქუა

“ქართული ოცნების” მერვე ყრილობის საჯარო ნაწილი 14:00 საათზე, სასტუმრო “პარაგრაფში” დაიწყება. ყრილობაზე აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს – “ქართულ ოცნებას” უხელმძღვანელებს. მანამდე, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, სადაც პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დელეგატებს ოფიციალურად წარუდგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ს.
მმართველი პარტიის ყრილობამდე მმართველ გუნდში შეფასებები კეთდება.
“მნიშვნელოვანი დღე გვაქვს პარტიას, მმართველ გუნდს – ჯერ პოლიტსაბჭო გაიმართება, შემდეგ ყრილობა, სადაც, ერთადერთი პრემიერობის კანდიდატურაა წარმოდგენილი და მთელი მხარდაჭერით, მთელი გუნდი, ბუნებრივია, ავირჩევთ ბატონ ირაკლი კობახიძეს.
მანამდე, მინდა, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის. ეს სამი წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთული და მნიშვნელოვანი იყო, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა შეძლო შეენარჩუნებინა მშვიდობა. გარდა ამისა, ეკონომიკური ზრდა გვქონდა ისტორიული და გვირგვინი ეს იყო ევროინტეგრაციის პიკი, სადაც კანდიდატის სტატუსი ღირსებით და დამსახურებულად მივიღეთ.
გრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ახლა უკვე ირაკლი კობახიძის მეთაურობით და, ბუნებრივია, ჩვენ ყველანი მხარს დავუჭერთ,” – აღნიშნა პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეულ წლებში ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ქართული კულტურის აღორძინებაზე

ასწლეულების განმავლობაში გაჩენილმა ტრადიციებმა, მხოლოდ ჩვენთვის – ქართველებისთვის დამახასიათებელმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა ყველასგან გამორჩეული, თვითმყოფადი, ამაყი ერი, რომელმაც ორიგინალური, მხოლოდ ჩვენთვის