შსს-ში ადასტურებენ, რომ გრიგოლ ბესელია პოლიციაში აღარ მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გრიგოლ ბესელია პოლიციაში აღარ მუშაობს. უწყებაში სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „ბათუმელებმა“ გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, თანამდებობის დატოვება კორუფციის თემას უკავშირდება.

ცნობისთვის, ბესელიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსის თანამდებობა გასული წლის 4 აპრილს დატოვა, რის შემდეგაც ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის