20 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობა მარნეულში – “პირველებმა” გაარკვია, რომ კონფლიქტი მოკლულსა და 22 წლის კაცს შორის 26 მარტს, ქორწილის სუფრაზე დაიწყო.
როგორც “პირველებს” მარნეულში უყვებიან, მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი უმუთ ბაირამოვს ანგარიშსწორებით მის ქორწილში დაემუქრა გუშინ კი მის სახლთან დაიბარა და დანით ყელი გამოჭრა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა სისხლისგან ადგილზე დაიცალა. მარნეულის მკვიდრების თქმით, მოკლულმა ახალგაზრდამ გაქცევა სცადა, თუმცა მას 22 წლის კაცი დაეწია და სიცოცხლეს გამოასალმა.
ხმაზე გამოვედი. ბევრი ხალხი იყო უკვე. მითხრეს რომ ბიჭი მორბოდა მეორე მოსდევდა და ამ სახლში შევიდნენ. ღობეზე უნდოდა გადახტომა ვერ მოასწრო საწყალმა. დაეწია ის და ყელი გამოჭრა.
როგორც გავიგე მოკლული ბიჭის ქორწილში მოსვლიათ უსიამოვნება, მაშინ იჩხუბეს ერთმანეთში და დამუქრებია ეს ჩვენი მეზობელი არ გაპატიებო. ასე იძია შური.
ნახევარი საათის განმავლობაში ესმოდათ მეზობლებს ხმა შველას ითხოვდა დაჭრილი ბიჭი. ვერავინ ეკარებოდა ტერიტორიას, ეშინოდათ დანით იყო შეიარაღებული მკვლელი. მე რომ მოვედი გარეთ იყვნენ შეკრებილები. ის უკვე გაქცეული იყო. სასწრაფოში დარეკვასაც ვერ ბედავდნენ. მე დავრეკე მაგრამ დაგვიანებული იყო უკვე. გარდაცვლილი იყო ადგილზე. ღრმა ჭრილობა ჰქონდა ყელზე. სისხლისგან დაიცალა. ღობეზე ძვრებოდა გაქცევის დროს და აქვე გამოჭრა ყელი”, – ამბობს მარნეულის მკვიდრი.
დანაშაულის მოტივის შესახებ ადგილობრივებმა არაფერი იციან. მოკლულ ახალგაზრდას 5 თვის ორსული ცოლი დარჩა. როგორც მეზობელი ამბობს, მომხდარის შემდეგ მოკლულის დედამ თვითმკვლელობა სცადა – “მამამაც სცადაო, ციხეშია და ხვალ მოიყვანენ დაკრძალვაზე”.
მოტივი რა თქმა უნდა არავინ იცის. ვიცით რომ ქორწილში დაიწყო მათ შორის დაძაბული საუბარი. 1 კვირის წინ ჰქონდა მოკლულს ქორწილი. გავიდნენ სუფრიდან და საქმე გაურჩევიათ. გუშინ კიდევ ერთხელ დაუბარებია მკვლელს და მოხდა ის რაც მოხდა. 5 თვის ორსული ცოლი დარჩა უმუთს. საცოდაობაა. დედამ გუშინ თვითმკვლელობა სცადა. მამამაცო ეს ამბავი რომ გაიგია. ის ციხეშია და ხვალ მოიყვანენ დაკრძალვაზე”, – ამბობსა დგილობრივი.
ქალაქის მთავარ საავადმყოფოში გუშინ პოლიცია იყო მობილიზებული, რადგან რაც ექიმებმა 20 წლის ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
დაკავებული 22 წლის ბიჭი ახლა ბრალსი წარდგენის მოლოდინშია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.




