გერმანიაში ქართველი ემიგრანტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში ქართველი ემიგრანტი, სოფო კუპრავა ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ,,მთავარ ამბებს” გარდაცვლილის ახლობელი უყვება, 45 წლამდე ასაკის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მისივე ინფორმაციით, ქალმა საძილე წამლები დალია.
ცხედარი პირველ აპრილს, გერმანელმა სამართალდამცველებმა ტყეში ნახეს.
,,ჩვენი სოფო. უკეთილშობილესი ადამიანი…. წლებია, გერმანიაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. ვალები ჰქონდა და ეტაპობრივად იხდიდა. სავარაუდოდ, ზეწოლას განიცდიდა მევახშეების მხრიდან”,-გვიყვება წყარო.
უცნობია, როდის მოხდება ქართველის გადმოსვენება სამშობლოში.
იგი სამეგრელოს ერთ-ერთი მუნიციპალიტეტიდან იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება