სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, უცხოეთში მშობელთან ერთად გამგზავრების გამო მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის ან შეჩერების შემთხვევები ისევ მაღალია საქართველოში.
მაგალითად გასულ წელს, ამავე მოტივით ქვეყანა დატოვა 3 669 ბავშვმა, რაც თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს. 2024 წელს 3 900-მა მოსწავლემ დატოვა ქვეყანა.
ეს მაშინ, როცა სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში შობადობა შემცირებულია, ემიგრაცია კი გაზრდილი.
სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში 37 867 ბავშვი დაიბადა. თუმცა უწყება არ აზუსტებს, საქართველოში დაბადებული ბავშვებიდან რამდენია საქართველოს მოქალაქის და რამდენია უცხო ქვეყნის მოქალაქის შვილი.
2025 წელს 7248 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 1366 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც დინამიკაში თითქმის უტოლდება 2024 წლის მონაცემებს.
სკოლის მიტოვების მიზეზებს შორის ისევ ვლინდება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა მაგალითად ფინანსური დავალიანება, სკოლიდან გარიცხვა, დაოჯახება, ჯანმრთელობის პრობლემები, მუშაობის დაწყება, გაცდენები და ასე შემდეგ.
ამავე წყაროს მიხედვით, 2025 წელს „ოჯახის შექმნის“ მიზნით სკოლა მიუტოვებია 26 ბავშვს.
100 ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 1881 ბავშვს, მშობლის განცხადების საფუძველზე, 1251 კი პროფესიულ კოლეჯში გაუგრძელებია სწავლა. 1337 ბავშვს ზედიზედ გაუცდენია სკოლა, რის გამო მოსწავლის სტატუსი შეუჩერეს ან შეუწყვიტეს.

მოსწავლის სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების სტატისტიკა 2025 წელს.
წყარო: ომბუდსმენის ანგარიში.
იმ ბავშვებს შორის, რომელთაც 2025 წელს მოსწავლის სტატუსი შეუწყვიტეს ან შეუჩერეს, 3 587 გოგოა, 5027 კი ბიჭი.
სტატუსშეჩერებული ბავშვების უმრავლესობა დაწყებით ან საბაზო საფეხურზე სწავლობდა.




