უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში რუსულ აეროდრომს დაარტყა – განადგურდა An-72 ტიპის თვითმფრინავი

უკრაინულმა ძალებმა 2 აპრილის ღამით ოკუპირებულ ყირიმში, კიროვსკეს აეროდრომზე, რამდენიმე რუსულ სამხედრო ობიექტზე იერიში მიიტანეს.

უკრაინის არმიის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა An-72 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი და ბაზა, სადაც Orion-ის ტიპის სადაზვერვო და მოიერიშე დრონები მზადდებოდა.

სამხედრო უწყების განცხადებით, აეროდრომი დრონების ბაზად და წინასაფრენი მომზადების პუნქტად გამოიყენებოდა. შეტევის დროს ასევე განადგურდა საბჭოთა პერიოდის P-37 ტიპის მობილური რადარი.

გავრცელებული ცნობებით, უკრაინის ძალებმა რუსულ ობიექტებზე იერიში ადგილობრივი წარმოების FP-2 ტიპის დრონით მიიტანეს.

ოკუპირებული ყირიმი რუსეთისთვის მნიშვნელოვან სამხედრო ჰაბად რჩება, სადაც განთავსებულია ავიაცია და დრონები, რის გამოც უკრაინა რეგულარულად უტევს ნახევარკუნძულზე არსებულ ინფრასტრუქტურას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს