ბურჭულაძე: შემომთავაზეს, განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა, სავარაუდოდ, დავთანხმდები

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულის განცხადებით, ახალი პრემიერმიმისტრისგან, ირაკლი კობახიძისგან NATO-ში ელჩობის შეთავაზება მიიღო, რასაც, სავარაუდოდ, დათანხმდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
როგორც ის ამბობს, საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ოთხ თვეში მიიღებს.
“13 წელია ვარ საჯარო მოხელე. ეს არის ძალიან ბევრი, 3 როტაცია ჩავატარე, 4 წელიწად ნახევარი ვიმუშავე 3 უწყებაში. ეს ერთი. მეორე, მყავს დიდი ოჯახი და მე მივიღე შემოთავაზება, რისთვისაც მადლობას ვუხდი ახალ პრემიერმინისტრს, რომ განვიხილო NATO-ში ელჩობის თანამდებობა. ეს იქნება 4 თვის მერე, სავარაუდოდ, დავთანხმდები, მაგრამ მაქვს ფიქრის დროს, ეს 4 თვე იქნება თან დასვენების და ასევე მიგიღებ გადაწყვეტილებას, გავაგრძელებ თუ არა დიპლომატიურ სამსახურს”, – ამბობს ბურჭულაძე.
მისივე თქმით, თანამდებობის დატოვების სურვილის შესახებ თავდაცვის კოდექსის მიღების შემდეგ ღარიბაშვილსაც აცნობა, თუმცა მან “სთხოვა”, რომ პოსტი ჯერჯერობით არ დაეტოვებინა.
ცოტა ხნის წინ ირაკლი მ თქვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე მინისტრთა კაბინეტიდან ერთადერთი იქნება, ვინც თანამდებობას დატოვებს. კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება მან თავისი სურვილით მიიღო. მისივე განცხადებით, ამ პოსტზე ირაკლი ჩიქოვანს წარადგენენ.