რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?

ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისმდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში გამოაქვეყნა რომელიც პარლამენტს წარედგინება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სიღარიბე კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას.
2025 წლის მონაცემებით, სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 1 307 607 პირს შეადგენდა. რაც შეეხება არასრულწლოვნებს — 2025 წლის მონაცემებით, “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა.
“2025 წლის მონაცემებით, “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა. სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების ზრდის მიზეზების დასადგენად აუცილებელია მონაცემების სისტემური ანალიზი, რათა შეფასდეს ბავშვთა სიღარიბის მასშტაბი და განისაზღვროს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა,” — ვკითხულობთ ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წელს, პენიტენციურ დაწესებულებაში/კლინიკებში 24 პატიმარი გარდაიცვალა.
“ყველა ამ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია ერთი და იმავე მუხლით — სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სასამართლო ექსპერტიზა ყველა საქმეზე დაინიშნა, თუმცა, საყურადღებოა, რომ 16 საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა (15 შემთხვევაში ეს არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა) კვლავ არ არის მიღებული, რაც სწრაფი, ეფექტიანი გამოძიების ხელშემშლელი გარემოებაა,” — ვკითხულობთ ანგარიშში.
ომბუდსმენის ინფორმაციით, 2020 წელს ციხეებში 15 პატიმარი გარდაიცვალა, აქედან 5 იყო სუიციდის შემთხვევა. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი გაზრდილია: 2021 წელს დაფიქსირდა 20 პატიმრის გარდაცვალების შემთხვევა, აქედან 3 იყო სუიციდი, 2022 წელს — 21-ის და 4 იყო სუიციდი, 2023 წელს — 14-ის და 2 იყო სუიციდი, 2024 — 24-ის და 4 იყო სუიციდი, 2025 წელს — 24-ის და 2 იყო სუიციდი.
ანგარიშში დაკავებულების შემოწმებისას სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკაზეც არის საუბარი.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2025 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს გამოკითხული დაკავებულების დაახლოებით ნახევარი, მათ შორის, ქალები და არასრულწლოვანები, აღნიშნავდნენ, რომ დაკავების შემდეგ, იზოლატორში მოთავსებისას, მათ სრულად გაახდევინეს ტანსაცმელი და მოსთხოვეს ბუქნების გაკეთება.
“წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, რომ შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.აღსანიშნავია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპური დებულება არ ითვალისწინებს პირის სხეულის სრულად გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების მოთხოვნის შესაძლებლობას. ამგვარი პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, პირის მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობაა,” — წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელზე. ომბუდსმენის შეფასებით, ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში დაირღვა.
“პოლიციელებმა მზია ამაღლობელი დააკავეს ასკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, იმ მოტივით, რომ 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის შესასვლელთან ფასადზე აკრავდა სტიკერს, ასევე, პოლიციელებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო არაერთი მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტა კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არ გაუთვალისწინებია.დაკავების ოქმის მსგავსი შინაარსისაა 2025 წლის 11 იანვარს შედგენილი პოლიციელის პატაკიც. სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2025 წლის 14 თებერვალს, მზია ამაღლობელის მიერ 2025 წლის 11 იანვარს აქციაზე პოლიციის თანამშრომლებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა პირების დაკავებისას, პოლიციისთვის ხელის შეშლის გამო.ამ საქმეზე, სასამართლოში ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მან მხოლოდ სტიკერი გააკრა (სხვა ქმედება არ ჩაუდენია), და ამის გამო მისი დაკავებისა და პასუხისგებაში მიცემის კომპეტენცია პოლიციას არ ჰქონდა.თუმცა, სასამართლომ მისი მხრიდან დაუმორჩილებლობა, რომელიც „სტიკერის“ გაკვრაში გამოიხატა, ასკ-ის 173-ე მუხლის ქვეშ სამართალდარღვევად განიხილა და სამართალდარღვევად ცნობას ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო. რამდენიმე თვეში, პოლიციამ კვლავ დაიწყო მზია ამაღლობელის მიმართ სამართალწარმოება, ამჯერად, ასკის 150-ე მუხლით, იმავე საფუძვლით, იმავე თარიღზე, ადგილზე, ფაქტსა და მოქმედებაზე მითითებით, რისთვისაც ის უკვე გასამართლებული იყო. კერძოდ, 2025 წლის 30 აპრილს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, 2025 წლის 11 იანვარს, აქციაზე, მზია ამაღლობელმა არ გაითვალისწინა პოლიციის მოთხოვნა და პოლიციის შენობის გარე ფასადზე გააკრა სტიკერი.ხსენებულ საქმეზე, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, სადაც ორჯერ მსჯავრდების აკრძალვის პრინციპის შესაძლო დარღვევის რისკსა და მშვიდობიანი პროტესტის ფორმის სამართალდარღვევად გაუმართლებლად კვალიფიკაციის საშიშროებაზე მიუთითა,” — ვკითხულობთ ანგარიშში.
კომენტარები
გადახედვა
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
2 წუთის წინ
რა წერია სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის 2025 წლის ანგარიშში?
გადახედვა
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, “ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
2 საათის წინ
ექსპერტთა საბჭოს შეფასებით, “ოცნების” მიერ ბოლო დროს მიღებული სადავო კანონები სერიოზულ გავლენას ახდენს გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე
გადახედვა
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
2 საათის წინ
მარწყვიტამ ქმარს უღალატა — რა ვიცით ახალ ტრენდზე, რომელმაც TikTok წალეკა
გადახედვა
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
3 საათის წინ
RFE/RL: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა
გადახედვა
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად გამოიყენა
3 საათის წინ
NYT-მა დაითხოვა ჟურნალისტი, რომელმაც წიგნის მიმოხილვის დასაწერად გამოიყენა
გადახედვა
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
3 საათის წინ
24 000+ ცხოველმოყვარული აქტივისტისა და 40+ ორგანიზაცია: ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს, ჩაატარეთ სტერილიზაცია-კასტრაციის სრულფასოვანი პროგრამა
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
3 საათის წინ
რატომ არის მნიშვნელოვანი ევერესტის ოლიმპიადაში მონაწილეობა?
გადახედვა
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი “შაჰედებს” ვიღებთ
3 საათის წინ
ზელენსკი: ჩვენ შევთავაზეთ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა აღდგომის დღესასწაულზე, საპასუხოდ კი “შაჰედებს” ვიღებთ
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
4 საათის წინ
ქვიზი: გაიშვებოდი თუ არა მთვარეზე?
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
4 საათის წინ
Peggy Gou-ს ლაივი თბილისში
გადახედვა
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
5 საათის წინ
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტზე ტენდერი დასრულდა — სატენდერო წინადადებები წარმოადგინეს 3-მა თურქულმა და 1-მა ჩინურმა კომპანიამ
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
5 საათის წინ
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
გადახედვა
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
5 საათის წინ
ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
5 საათის წინ
ვეტცელი 1908 — ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს
5 საათის წინ
ალდაგი მომხმარებლებს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას ინოვაციურ ფასად — თვეში 10 ლარად სთავაზობს
გადახედვა
“რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო” — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე
6 საათის წინ
“რთულია რამე უფრო გულისამრევი წარმოიდგინო” — ტუსკი ლავროვისა და სიიარტოს სატელეფონო საუბარზე
გადახედვა
1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა
6 საათის წინ
1-ელი აპრილიდან პლასტმასის ჭურჭლის რეალიზაცია აიკრძალა
გადახედვა
ბექა გოცირიძეზე “თავდასხმის” ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
6 საათის წინ
ბექა გოცირიძეზე “თავდასხმის” ბრალდებით დაკავებულ თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები გაძვირდა და 3-დან 20 ლარამდე გახდა
7 საათის წინ
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები გაძვირდა და 3-დან 20 ლარამდე გახდა
წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
7 საათის წინ
კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
გადახედვა
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
7 საათის წინ
მთავრობა საპატრიარქოს დაფუძნებულ 53 საგანმანათლებლო დაწესებულებას ბიუჯეტიდან ₾43 035 000-ს გამოუყოფს
კვირის ტოპ-5
სუს-ს ახალი გერბი აქვს — ბრძანებას ხელს აწერს2921 ნახვა
მეუფე ისაია არ ადასტურებს, რომ მან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.434 ნახვა
მარკო რუბიოსა და კობახიძის საუბრის შემდეგ, ირანის ელჩი საქართველოში მუქარის შემცველ განცხადებას აქვეყნებს417 ნახვა
მიხეილ ლომთაძის კომპანია ყაზახეთში ხელისგულით გადახდის სერვისს ნერგავს414 ნახვა
ბაია კვიციანი: პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა406 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
კოსმოსი
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
გადახედვა
გართობა
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია
როგორ იქცა პირველი აპრილი ხუმრობების დღედ? — აი, მისი წარმოშობის ისტორია
გადახედვა
ციტატები
საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული
საბა ბუაძე: მთავარი რაც მაწუხებს კალაძის დეკლარაციასთან და საქმიანობასთან მიმართებაში, არის ის მასშტაბური კორუფციული საქმიანობა, რომელშიც ის თავიდან ფეხებამდე არის ჩაფლული
გართობა
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
ქვიზი: მოგატყუებთ თუ ვერა?
გადახედვა
საზოგადოება
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
3 აპრილს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს
გაიცანით სელაპი, რომელიც სათამაშო იხვს გვერდიდან არ იშორებს
თამაშები
გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა
გამოვავლინეთ ადამიანი, რომელიც On.ge-ის ქვიზებში ყველაზე მეტჯერ ჩაიჭრა
გადახედვა
პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
სტრასბურგის სასამართლომ FARA-ს არსებითი განხილვა დაიწყო
ეკონომიკა
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
ფოთის პორტში გალფის ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
გადახედვა
საზოგადოება
სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს
სეს: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს სეს-ს მიუსაფარი ძაღლები “დასაძინებლად” მიჰყავს
ახლა კითხულობენ
გადახედვა
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე “საფარმა” სტრასბურგში საქმე მოიგო
9 საათის წინ
მამინაცვლის მხრიდან არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაზე არასამთავრობო ორგანიზაცი “საფარმა” სტრასბურგში საქმე მოიგო.…
როგორ მივეჩვიოთ ინგლისურად ფიქრს
ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი პირველ შვილს (ტეილორ ლოტნერს?) ელოდებიან
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს