ვიმედოვნებთ, საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, წელს მოხდეს –

ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს, – აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა დაამტკიცა, რომ კარი ღიაა, თუმცა საქართველომ ევროკავშირში გასაწევრიანებლად რეფორმები უნდა განახორციელოს.
„სიტუაცია ძალიან მკაფიოა. საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ჩვენ ყველა ძალიან მოხარული ვართ. ჩვენი მხრიდან ამ გადაწყვეტილებით დავამტკიცეთ, რომ კარები ღიაა, მაგრამ, ასევე, ევროკავშირის წევრობისთვის საქართველომ უნდა განახორციელოს რეფორმები. საქართველო უნდა იყოს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუციებით. სწორედ ამიტომ დათანხმდნენ ჩვენი ლიდერები ცხრა ნაბიჯს. ცხრა ნაბიჯის განხორციელება კი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ველოდებით, რომ სამუშაოები გაძლიერდება, მიუხედავად არჩევნებისა, რომელიც ცხრა თვეში გაიმართება და დიდ ყურადღებას მიიპყრობს. ჩვენ გვესმის ეს, მაგრამ ვიმედოვნებთ, პარალელურად, რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით სამუშაოები წინ წავა, აჩქარდება კიდეც და საქართველო შეძლებს შემდეგ საფეხურზე გადასვლას, რაც ნიშნავს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას, რომელიც შესაძლოა, ამ წელს მოხდეს. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ არჩევნებისკენ დიდი ყურადღების მიუხედავად, პარალელურად, ძლიერი სამუშაოები გაგრძელდება და ეს რეფორმები არ არის ევროკავშირის მოთხოვნა, ეს იმისთვისაა, რომ საქართველო გახდეს ძლიერი დემოკრატიული ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებით გათვალისწინებით“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია