FT: ტრამპი კიევისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუ ევროპა ჰორმუზში არ ჩაერთვება

უკრაინის პრეზიდენტი და -ს პრეზიდენტი მაიამიში, 28 დეკემბერი, 2025 Getty Imagesინფორმირებული წყაროები Financial Times-ს უყვებიან, რომ ევროპელ მოკავშირეებს დაემუქრა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეაჩერებდა, რათა ზეწოლის შედეგად ისინი ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის “მსურველთა კოალიციას შეერთებოდნენ. — ამის შესახებ მოლაპარაკებებში ჩახედულმა პირებმა განაცხადეს.
სრუტე ირანმა ფაქტობრივად მას შემდეგ დახურა, რაც 28 თებერვალს ბოლოს -მ და ისრაელმა მის წინააღმდეგ საერთო სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. ამ მარშრუტით მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადაადგილდება.
FT წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი გასულ თვეში NATO-ს წევრი ქვეყნების საზღვაო ძალებს სთხოვდა მას ამ ვიწრო საზღვაო გზის გახსნაში დახმარებოდნენ, თუმცა ევროპულმა დედაქალაქებმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მიმდინარე კონფლიქტის პირობებში ეს შეუძლებელია, ხოლო ზოგიერთმა ასევე თქვა, რომ ეს “მათი ომი არ არის”.
სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ საპასუხოდ ტრამპი ევროპელებს დაემუქრა, რომ აშშ PURL-ის, უკრაინისთვის NATO-ს იარაღის შესყიდვის ინიციატივის, ფარლგებში კიევისთვის იარაღების მიწოდებას შეწყვეტდა.
FT წერს, რომ მუქარის შედეგად და ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს მოწოდებით, ქვეყნებმა, მათ შორის ალიანსის მთავარმა ევროპელმა წევრებმა – საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ – 19 მარტს სწრაფად შეთანხმებული განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამი იყო: “ვაცხადებთ მზადყოფნას, შევიტანოთ წვლილი შესაბამის ძალისხმევაში, რათა ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი”.
ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ “სწორედ რუტე მოითხოვდა დაჟინებით ერთობლივ განცხადებას, რადგან ტრამპი PURL-დან და ზოგადად უკრაინიდან გასვლას იმუქრებოდა. შემდეგ განცხადება სწრაფად მომზადდა, და მოგვიანებით მას სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ, რადგან თავიდანვე ყველას მოწვევა ვერ მოესწრო”.
ორი ოფიციალური პირის თქმით, განცხადების გამოქვეყნებამდე ორი დღის განმავლობაში რუტე რამდენჯერმე ესაუბრა ტრამპს და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს.
კიდევ ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუტემ საფრანგეთთან, გერმანიასთან და გაერთიანებულ სამეფოსთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრამპი ჰორმუზის სრუტის დაცვაში დახმარების შესახებ ევროპელების უარის გამო “საკმაოდ ისტერიული” იყო.
“პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად გამოხატა თავისი იმედგაცრუება NATO-სა და სხვა მოკავშირეების მიმართ და, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ‘შეერთებულ შტატებს ეს ემახსოვრება'” – განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ანა კელიმ გამოცემას
ცნობისთვის, დღეს ტრამპმა არაერთ მედიასთან განაცხადა, რომ ირანში აშშ-ს მიზნების მიმართ NATO-ს მხარდაჭერით უკმაყოფილოა და ალიანსიდან გასვლას “სერიოზულად განიხილავს”.
The Telegraph: ტრამპი ამბობს, რომ სერიოზულად განიხილავს NATO-დან გასვლას
სტუბი: ტრამპთან NATO-ზე, ირანსა და უკრაინაზე კონსტრუქციული საუბარი მქონდა