ტრამპი: მომდევნო 2-3 კვირაში ირანს ძლიერად დავარტყამთ, მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ

შემიძლია, ამაღამ ვთქვა, რომ ჩვენ [ირანში] ამერიკის ყველა სამხედრო მიზნის მიღწევას ვუახლოვდებით, ძალზე ახლოს ვართ. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ჩვენ მათ განსაკუთრებით ძლიერად დავარტყამთ. მათ ქვის ხანაში დავაბრუნებთ, სადაც მათი ადგილია.
ამავდროულად, მიმდინარეობს დისკუსიები. რეჟიმის შეცვლა არ ყოფილა ჩვენი მიზანი, ეს არასდროს გვითქვამს, მაგრამ რეჟიმის შეცვლა მაინც მოხდა მათი ყველა თავდაპირველი ლიდერის სიკვდილის გამო, ისინი მკვდრები არიან. ახალი ჯგუფი ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო გონივრულია.
თუმცა, თუ დროის ამ მონაკვეთში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ჩვენ მიზანში გვაქვს ამოღებული მათი მთავარი სამიზნეები. თუ შეთანხმება არ დაიდება, ყოველ და თითოეულ ელექტროსადგურს დავარტყამთ ძალიან ძლიერად და, ალბათ, ერთდროულად. მათ ნავთობზე იერიში არ მიგვიტანია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე მარტივი სამიზნეა, რადგან ეს მათ გადარჩენის ან აღდგენის მცირედ შანსსაც კი არ დაუტოვებდა.