გერმანიაში აეროპორტების თანამშრომელთა 1-დღიანი გაფიცვის გამო ქვეყნის მასშტაბით 1 000-ზე მეტი რეისი გადაიდო, შედეგად კი 200 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდა.
გერმანიის აეროპორტთა ასოციაციის ცნობით, თანამშრომლები გერმანიის 11 აეროპორტში გაიფიცნენ. შედეგად ბერლინის, ჰამბურგის, ჰანოვერისა და შტუტგარტის აეროპორტებში ყველა ფრენა გაუქმდა.
აეროპორტმა ასევე გააფრთხილეს მგზავრები, რომლებიც გერმანიას სატრანზიტოდ იყენებენ. გაერთიანების ცნობით, გაფიცვის გამო შეიძლება, შეფერხებები მათაც შეექმნათ.
პროცესში ჩართულია პროფკავშირები, რომლებიც დამსაქმებლებთან ანაზღაურების გაზრდის მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებენ. პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ს მთავარი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების 2.80 ევროთი გაზრდაა. საავიაციო უსაფრთხოების ასოციაციის BDLS ცნობით, მათ თანამშრომლებს ხელფასის 4%-ით გაზრდა, მომდევნო წელს კი დამატებით 3%-ით გაზრდა შესთავაზეს, თუმცა, პროფკავშირის მოთხოვნას მიუწვდომელი უწოდეს.
გასულ კვირაში გერმანიაში მატარებლის მემანქანეთა პროფკავშირი GDL-მა მორიგი, ამჯერად 6-დღიანი გაფიცვა გამოაცხადა.