დიპლომატიის აღდგენის შემდეგ -მ ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს სანქციები მოუხსნა

დელსი როდრიგესიLeonardo Fernandez Viloria/Reutersაშშ-მ ვენესუელის მოქმედ პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს სანქციები მოუხსნა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა მარტის დასაწყისში დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს.
როდრიგესმა გადაწყვეტილებას “პოზიტიური ნაბიჯი” უწოდა და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა, -ვენესუელას ურთიერთობების ნორმალიზაციასა და სხვა სანქციების მოხსნასაც შეუწყოს ხელი.
სანქციების მოხსნა როდრიგესს საშუალებას მისცემს, უფრო თავისუფლად ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან და ინვესტორებთან.
ცნობისთვის, იანვარში აშშ-მ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა ვენესუელის რეჟიმის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ნარკოტრაფიკინგთან დაკავშირებულ ბრალდებებზე სასამართლოს წინაშე დგას.
2018 წელს როდრიგესი და მისი ძმა აშშ-მ სანქციების სიაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში მონაწილეობის ბრალდებით შეიყვანა.
იანვარში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, აშშ-მ და ვენესუელამ ურთიერთობების დათბობა დაიწყეს. მარტში მხარეები დიპლომატიური და საკონსულო ურთიერთობების აღდგენაზე შეთანხმდნენ.
ამ პროცესის ფარგლებში გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები და დაიწყო თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებითაც. სანქციების მოხსნა ამ დათბობის პროცესის გაგრძელებად განიხილება.