“მთვრალმა თანასოფლელს სცემა, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს” – კახეთში 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თელავში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული დ.თ დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბრალდებული, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს – 1979 წელს დაბადებულ ზ.რ.-ს ფიზიკურად გაუსწორდა და მას მძიმე დაზიანებები მიაყენა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაშავებული მამაკაცი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.თ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს”. – ნათქვამია -ს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.