ირანის IRGC ამბობს, რომ ბაჰრეინში Amazon-ის ქლაუდის ინფრასტრუქტურას დაარტყეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში (IRGC) ამბობენ, რომ ბაჰრეინში ამერიკული კომპანია Amazon-ის ქლაუდის კომპიუტერულ ცენტრს დაარტყეს. იმუქრებიან, რომ იერიშების მიტანას გააგრძელებენ იმ კომპანიების ობიექტებზე, რომელთაც -ისრაელის ოპერაციების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
IRGC-ის მტკიცებით, ობიექტი გაანადგურეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად წარმატებული იყო მათი იერიში.
“მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის შეშლილმა ლიდერებმა ოთხშაბათს ჩვენი გაფრთხილება უგულებელყვეს, იერიში მიტანილი იქნა და განადგურდა ბაჰრეინში Amazon-ის ქლაუდ ტექნოლოგიების ცენტრი, რაც არის პირველი ნაბიჯი ჯაშუშური და ტერორისტული ტექნოლოგიური კომპანიების წინააღმდეგ.” – ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.
IRGC-ში ასევე ირწმუნებიან, რომ Amazon-ის ოფისის გარდა, დაარტყეს -სა და ისრაელის შვიდ ავიაბაზას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირანმა რეგიონში Amazon-ის ობიექტებს დაარტყა. ჯერ კიდევ ომის პირველ დღეებში მათმა დრონებმა დააზიანეს Amazon-ის ქლაუდის ტექნოლოგიების ობიექტები არაბთა გაერთიანებულ საამიროსა და ბაჰრეინში. ქლაუდის ცენტრებში სერვერებზე მუშავდება და ინახება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ციფრული ინფორმაცია.