ირანში აქციების დროს ბასიჯის ბაზაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ამირჰოსეინ ჰათამი სიკვდილით დასაჯეს

ირანში აქციების დროს ბასიჯის ბაზაზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ამირჰოსეინ ჰათამი სიკვდილით დასაჯეს | ინფორმაციას Iran International ავრცელებს და ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰათამი და მისი თანმხლები პირები შენობაში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა შეიყვანეს, რის შემდეგაც ბაზაზე ხანძარი გაჩნდა. მოწმეების თქმით, მომიტინგეები შიგნით გამოამწყვდიეს, რამაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. ირანის სასამართლო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ჰათამი მსჯავრდებული იყო ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისა და გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტზე იარაღისა და საბრძოლო მასალის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის. სასამართლო დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰათამის ბაზაზე ყოფნა სამხედრო შეზღუდვების დარღვევის მცდელობას დაემთხვა, თუმცა ოჯახის წევრებისა და დამოუკიდებელი რეპორტაჟების თანახმად, მას ცეცხლი არ გაუჩენია და შენობაში ნებაყოფლობით არ შესულა

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს