ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიFACEBOOK/Ali Moujaniირანის ელჩი საქართველოში ალი სეიდ მოჯანი წერს, რომ პირველ აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და შეხვედრა გამართა.
“ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე.
შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.
ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.
ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.
ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.
რეალობა მარტივია: რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა” – წერს ალი სეიდ მოჯანი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ზარის შემდეგ, 31 მარტს, ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანმა სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ “როდესაც ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად, საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს, ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს”.
შარმანაშვილი: ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია, ასე რომ ყოფილიყო, რეაგირება იქნებოდა