სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში სევასტოპოლის ყოფილი “გუბერნატორი” დააკავეს

სანქციების დარღვევისთვის, ლონდონში, ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ყოფილი ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი დააკავეს.
მედიის ცნობით, ის დაკავებულია Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნასა და თანხის შეტანაში. ეს სამართალდარღვევად ითვლება, რადგან ოვსიანიკოვი ბრიტანეთში 2020 წლიდან სანქცირებულია და იქ ფინანსური საქმიანობა ეკრძალება.
ოვსიანიკოვი, 2016 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სევასტოპოლის “გუბერნატორად” დაინიშნა და 2019 წლის ივლისამდე იკავებდა ამ “თანამდებობას”. შემდეგ ის იყო “მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე”, მაგრამ 2020 წლის აპრილში ის იჟევსკის აეროპორტში გინების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთიდანაც“ გარიცხეს.
2020 წლის 31 დეკემბერს, ოვსიანიკოვი ბრიტანეთის სანქციების სიაში მოხვდა და გაერთიანებულ სამეფოში მისი აქტივები გაყინეს. 2022 წლის მარტში ამას დაემატა ტრასტის სერვისების გამოყენების აკრძალვა, თუმცა მას ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არ დაუწესებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოვსიანიკოვი ლონდონში საკუთარ სახლში დააკავეს. ის ლონდონის ციხეში იმყოფება და სასამართლოს წინაშე 20 თებერვალს წარდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს