მოვუწოდებ ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა ბინძური ტყუილი ძაღლების განადგურებაზე

ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას – სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი წერს სოციალურ ქსელში.
მეგრელიშვილის განცხადებით, მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალური ოპოზიციის მიერ არის დაკვეთილი და აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად “ნაცმოძრაობის” წევრის, ლევან სანიკიძის სტატუსს აზიარებს, სადაც ის კაციჭამიების მიერ უმწეო ცხოველების ჭამაზე საუბრობს.
“ეს აჟიოტაჟი გადაივლის აუცილებლად, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას – სათითაოდ დააიდენტიფიციროს და პასუხი აგებინოს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მოიგონა და გაავრცელა ბინძური ტყუილი ძაღლების დაწვასა და განადგურებაზე.
ახლა ხომ ხედავთ, ვისი დაგეგმილი და დაფინანსებულია ეს კამპანია?
ხომ აღარ გეპარებათ ეჭვი, რომ ძაღლების აჟიოტაჟი რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა დაუკვეთეს, რომ შემდეგ თავადაც მოეთბოთ ხელი?”- წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს