ექსკლუზიური ინტერვიუ მოლოდვის ექს-პრეზიდენტთან – იგორ დოდონი, რომელიც რუსულ “ეფესბეს”- თან საეჭვო კავშირებშია მხილებული, დილიდან თბილისში იმყოფება და “ოცნების” წევრებთან შეხვედრებს მართავს.
კაცი, რომელიც არა ერთი ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, საკუთარ ქვეყანაში რუსულ ინტერესებს ატარებს, ემხრობა ნეიტრალიტეტის იდეას, ამბობს რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და “ქართულ ოცნებას” აქებს.
ის პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო სწორად მოიქცა, როდესაც სანქციები არ დაუწესა რუსეთს.
“ხშირად მეუბნებიან, რომ მე პრორუსი ვარ, იმიტომ რომ მე მქონდა ბევრი შეხვედრა რუსეთში, მაგრამ ასევე მქონდა შეხვედრა მაკრონთან, ტრამპთნ… მე პრომოლდოვური პრეზიდენტი ვარ” – ეუბნება “პირველებს” იგორ დოდონი.
დოდონს თან ახლავს მოლდოვის ოპოზიციაში მყოფი და პრორუსული განწყობებით ცნობილი სხვა პოლიტიკოსებიც, თუმცა არავინ მაია სანდუს პარტიიდან.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს ჩვენი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების პირველი სხდომაა. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქართული მხარე დათანხმდა პირველი სხდომა გამართულიყო აქ. ველოდებით ჩვენს ქართველ კოლეგებს მოლდოვის პარლამენტში. ჩვენთვის საინტერესოა რაც ხდება საქართველოში.
ვფიქრობ, რომ გარკვეული საკითხები, რაც შეეხება ეროვნული ინტერესების დაცვას, შესაძლოა გამხდარიყო მისაბაძი მაგალითი ჩვენთვის. გასაგებია, რომ არის მოლდოვის ხელისუფლება, ამჟამინდელი პრეზიდენტი, რომელიც სხვათა შორის, შეეცადა ამ ვიზიტის ბოიკოტრებას.მმართველი პოლიტიკური პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი არ არის დელეგაციაში, აქ მოლდოვის ყველა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ.
რატომ აუკრძალა მაია სანდუმ? ჩნდება ასეთი შეკითხვა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველო არის სამაგალითო ნაციონალური ინტერესების დაცვის თვალსაზრისით.
ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ ისევე, როგორც საქართველო, ოჯახური ღირებულებები, ტრადიციები, აქ ბევრი რამაა, რისი სწავლაც შეგვიძლია. ამაზე ვისაუბრეთ.ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. მოლდოვა ვერ გადარჩება ნეიტრალიტეტის გარეშე. არის პრობლემა დნეპრისპირეთთან, არის სხვა პრობლემები. სხვა ქვეყნებმა უნდა აიღონ ეს მაგალითი.
რაც შეეხება ევროკავშირს, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, მაგრამ არის სამი საკითხი, სადაც საქართველოს და მოლდოვის ინტერესები თანხვედრაშია. პირველი ეხება ეკონომიკური სუვერენიტეტის საკითხს, ჩვენ უნდა გვქონდეს მოლაპარაკებებ ევროკავშირთან, მა.გრამ ჩვენი გადასაწყვეტია ვისთან ვივაჭრებთ.მაგალითად,არ უნდა შევერთებოდით სანქციებს. აი, თქვენ არ შეუერთდით და ეკონომიკური ზრდა 10% გაქვთ; ჩვენ შევუერთდით და მინუს 0,5 % გვაქვს, უკრაინის ომის პერიოდში; მეორე საკითხი, ეს ტრადიიციული ღირებულებებია.თქვენ აქ მკაცრი პოზიცია გაქვთ.
ხშირად მეუბნებიან, რომ მე პრორუსი ვარ, იმიტომ რომ მე მქონდა ბევრი შეხვედრა რუსეთში, მაგრამ ასევე მქონდა შეხვედრა მაკრონთან, ტრამპთან. მე პრომოსდასვლური პრეზიდენტი ვარ”, – განაცხადა დოდონმა.თბილისში მყოფი მოლდოვის პრორუსი ექსპრეზიდენტი იგორ დოდონი და პრორუსი მოლდოველი დეპუტატები „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, მარიამ ლაშხს, ისკო დასენსა და გია ბენაშვილს შეხვდნენ.
საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე იგორ დოდონი მოსკოვში იმყოფებოდა.
ორგანიზაცია WatchDog.MD-ის თავმჯდომარემ, ვალერიუ პაშამ გამოაქვეყნა მოლდოვა-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის საქართველოში ვიზიტის პროგრამა. პროგრამიდან ირკვევა, რომ ვიზიტი 1-5 აპრილს იმართება და დაგეგმილია პარლამენტის ტური და შეხვედრა ისკო დასენთან, რომელიც საქართველოს მხრიდან მოლდოვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
- პროგრამის მიხედვით, მოლდოვის დელეგაციაში შედიან პრორუსული „სოციალისტური პარტიის” წევრები: ბოგდატ ცირდეა, იგორ დოდონი, პეტრუ ბურდუჯა, ასევე, ოპოზიციონერი დეპუტატები: ოლგა ურსუ („ალტერნატივა“), ვასილე კოსტიუკი („დემოკრატია სახლშის“) და ასისტენტი ჟურნალისტი ელენა დუკა.




