გაიარე მეტი მშვიდად, თავისუფლად და პასუხისმგებლობით – ამ კონცეფციით შეიქმნა „თეგეტა მოტორსის“ ახალი კამპანია, რომელიც ავტომობილის მოვლის რუტინულ პროცესს მარტივ გამოცდილებად აქცევს. „გაიარე მეტი“ – ამ სახელწოდების ქვეშ მოქცეულ აქტივობებს ერთი პრინციპი და მესიჯი აერთიანებს: მეტი გზის გასავლელად ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად. კამპანია კიდევ ერთხელ ახსენებს ავტომფლობელებს, რომ მეტის გავლა მხოლოდ ფიზიკურ დისტანციას სულაც არ ნიშნავს – ეს არის თავისუფლება, ახალი გეგმები და თავგადასავლები, სადაც გადამწყვეტი როლი გამართულ ტრანსპორტს აქვს.
მასშტაბური კამპანია ანიმაციური ვიდეორგოლით გაიხსნა, რომელშიც მთავარი გმირი ავტომობილია. ვიდეო სრულად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით შეიქმნა, რომელზეც „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის გუნდმა AI კონტენტის სტუდიასთან, Buff Labs-თან ერთად იმუშავა.
ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „მეტი გზის გასავლელად რომ ჯერ შენი ავტომობილი უნდა იყოს მზად, ეს მხოლოდ მესიჯი არ არის, ეს არის იდეა, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ წლებია, ერთგულად მიჰყვება. კამპანიაც „გაიარე მეტი“ ამ მიზანს ემსახურება. გვსურს, ავტომფლობელებს შევახსენოთ, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ პირადი კომფორტი და უსაფრთხოება, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა გარშემომყოფების მიმართ.
ამასთან ერთად, გვინდა, რეალურად შევცვალოთ მძღოლების ქცევა და რუტინული შემოწმება აუცილებელ, პოზიტიურ ჩვევად ვაქციოთ. ამიტომაც ავირჩიეთ სახალისო ანიმაციური ფორმა და Pixar-ის სტილის პერსონაჟი. ვიდეო Buff Labs-თან კოლაბორაციით გადავიღეთ და შევეცადეთ, ერთი შეხედვით, რთულ ტექნიკურ საკითხებზე ყველასათვის გასაგებ, მეგობრულ ენაზე გველაპარაკა. გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ ავტომანქანაზე ზრუნვა მისი „გამოცოცხლებაა“ ახალი სეზონისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის“.
ყინვა, ტემპერატურის ცვლილება, ქიმიურად დამუშავებული გზები – ზამთრის სეზონი ავტომობილისთვის ყველაზე დატვირთული პერიოდია. გაზაფხული კი ის კრიტიკული ეტაპია, როდესაც მანქანას შესაბამისი მოვლა და ერთგვარი „გადაწყობა“ სჭირდება.
კამპანია „გაიარე მეტი“ ამ საჭიროებებსაც ზუსტად პასუხობს და მძღოლებს ახსენებს, რომ თითოეული დეტალი, იქნება ეს ზეთისა, ფილტრის განახლება, საბურავების სეზონური ცვლილება , აკუმულატორის მდგრადობა თუ მუხრუჭების სიზუსტე, მჭიდრო კავშირშია გადაადგილების თავისუფლებასთან. პროდუქტების ხარისხს კი, რომელსაც ავტომფლობელი ირჩევს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ საგაზაფხულო ტრანსფორმაციის საილუსტრაციოდ, „გაიარე მეტის“ ფარგლებში, „თეგეტა მოტორსი“ არაერთ აქტივობას გეგმავს. სულ მალე ქუჩებში მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდება. კომპანიაში დეტალებს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, რომელიც ავტომობილისთვის საჭირო იმ მთავარ პროდუქტებს გააცოცხლებს, რომლებზედაც მისი გამართულობა და მართვის ხარისხი დგას.
ნინა მამაცაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის უფროსი მენეჯერი: „კამპანია „გაიარე მეტი“ მრავალფეროვანი და დინამიკურია. ჩვენი მიზანი იყო, ერთ კონცეფციაში მოგვექცია მომხმარებლის საჭიროება, კომფორტი და სპეციალური შეთავაზებები, რომლებიც საგაზაფხულო სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. გვსურს, მძღოლებს შევთავაზოთ მარტივი გზა – ერთი სივრცე მაღალი ხარისხის პროდუქტებითა და სერვისით. ამიტომაც კამპანიის განმავლობაში პერიოდულად გვექნება სპეციალური აქციები, რაც ვფიქრობთ, მომხმარებლისთვის დამატებითი მოტივაცია გახდება, დროულად იზრუნოს მანქანის გამართულობასა და, შესაბამისად, უსაფრთხოებაზე.
კამპანიის ფარგლებში ვგეგმავთ 360-გრადუსიან კომუნიკაციას, დაწყებული ციფრული არხებით, შემეცნებითი კონტენტითა თუ მასშტაბური ინსტალაციებით, როგორიც ჩვენს სფეროში აქამდე არ გაკეთებულა. გარდა ამისა, კამპანია ფაქტობრივად ორი სეზონის განმავლობაში გაგრძელდება. მთელ ამ პერიოდში მუდმივად დავამატებთ ახალ ანიმაციურ კონტენტს, სპორტულ, შემეცნებით აქტივობებსა და მინიპროექტებს, რათა მომხმარებლის ინტერესი ზაფხულის ბოლომდე შევინარჩუნოთ“.
კამპანიის სამიზნე აუდიტორია ფართოა და, მძღოლებთან ერთად, ქვეითებსა თუ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტით მოსარგებლეებს აერთიანებს, რადგან გამართული ავტომობილი ყველასათვის უსაფრთხო გარემოს ნიშნავს. სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია „გაიარე მეტის“ ფარგლებში გაწერილი თითოეული აქტივობა და შეთავაზება. „თეგეტა მოტორსში“ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ ტექნიკური საჭიროება, არამედ პასუხისმგებლობაა.
—
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.




