ირანული მედია: ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან, ირანში განლაგდნენ, თუ ხმელეთიდან შეიჭრება

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ჩეჩნეთის სამხედრო ნაწილებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ირანში განლაგდნენ, რათა -ის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ირანის შეიარაღებულ ძალებს მხარი დაუჭირონ.
ტელეარხის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის “ერთგული ძალები” ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებებს რელიგიურ ომს უწოდებენ.
გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით სამხედრო უკვე აღმოსავლეთშია იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციის ჩატარებასაც.
Axios-ის ინფორმაციით კი პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს და თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ უფრო მეტი ესკალაციის გამომწვევ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასაც.
Axios: ირანთან ომის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს
TOI: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება
Axios: პენტაგონი ირანისთვის მასობრივი “საბოლოო დარტყმის” მისაყენებლად ვარიანტებს ამზადებს
ამასთან, ამერიკული გამოცემის მიხედვით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომში თავის ყველა მიზანს მიაღწიოს და დაამატა, რომ ირანთან ომი კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.