ტრამპი Reuters-ს: ირანიდან საკმაოდ მალე გამოვალთ, შესაძლოა წერტილოვანი იერიშებისთვის დავბრუნდეთ

-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ირანიდან ძალიან მალე გამოვა” და საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა “წერტილოვანი დარტყმებისთვის” დაბრუნდეს.
ტრამპმა ეს კომენტარი ვაშინგტონის დროით 21:00 საათზე აშშ-ს მოქალაქეებისთვის დაანონსებულ მიმართვამდე გააკეთა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მიმართვაში NATO-ს მიმართ თავის აღშფოთებას გამოხატავდა, რადგან მიაჩნია, რომ ალიანსმა ირანში აშშ-ს მიზნების მიმართ მხარდაჭერა არ გამოუხატავს. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატების NATO-დან გასვლის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.
NATO-ს შესახებ მსგავსი განცხადება ტრამპმა დღეს The Telegraph-თან საუბრის დროსაც გააკეთა.