ველოდებით, რომ ხვალ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტში წარმოადგენს სამთავრობო პროგრამასა და მთავრობის შემადგენლობას – გივი მიქანაძე

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი პარლამენტში სამთავრობო პროგრამასა და მინისტრთა ახალ კაბინეტს ხვალ წარადგენს. მისივე თქმით, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე, მთავრობა უკვე დამტკიცებული იქნება.
“ჩვენ ხვალ ველოდებით, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს როგორც სამთავრობო პროგრამას, ისე – მთავრობის შემადგენლობას, პარლამენტში განხილვისა და ნდობის გამოცხადების მიზნით. მომავალ კვირაში უკვე განხორციელდება საკომიტეტო მოსმენები, პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრები და, დაახლოებით, კვირის ბოლომდე ჩვენ უკვე დავამტკიცებთ მთავრობას.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას – ამ საკითხთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი თვითონ წარმოადგენს სიას, ეს არის მისი უშუალო პრეროგატივა, ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ,”- აცხადებს გივი მიქანაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ჩხოროწყუში მიმდინარე პროცესები და ჩხოროწყუელების ინტერესები- დარწმუნებული ვარ, ჩხოროწყუელი და ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გაგცემთ არჩევნებზე

ნაჩო სანჩეს ამორის განცხადება სულელურია, ვინაიდან, არ არსებობს ისეთი გულუბრყვილო ადამიანი ე.წ. სანქცირებულთა შორის, რომელიც ამორს ან საერთოდ, ევროპარლამენტარებს ამ პრობლემის მოგვარებისთვის მიმართავს