მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ახალი პრემიერის არჩევისას საპარლამენტო განხილვებში – საპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია

პარლამენტი ახალ პრემიერს მომდევნო კვირას დაამტკიცებს. ოპოზიცია მთავრობის განახლებული გუნდის მხარდაჭერაზე უარს ამბობს, თუმცა ისინი საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვებიან.
“ოპოზიციის ძირითადი ნაწილისგან განსხვავებით, ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ ხოლმე ჩვენს საპარლამენტო ბერკეტებს. ტაქტიკა როგორი იქნება – კითხვები, გამოსვლა თუ ა.შ. ამას, ბუნებრივია, სხდომაზე იხილავთ. ვიმეორებ, ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტს გამოვიყენებთ,” – აცხადებს პარტია “საქართველოსთვის” წევრი ანა ბუჩუკური.
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით არ მიღებულა, თუმცა თავად მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ განხილვაში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
“ამ წუთებში, მიმდინარეობს მსჯელობა. საბოლოო გადაწყვეტილება არ ვიცი, მაგრამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ყველა ფორმატში იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავანახოთ, ვინ არის ხალხისთვის, ვის აქვს შეთავაზება, კონკრეტული ინიციატივები ხალხისთვის. ნაცვლად პოლიტიკური კინკლაობისა, ჩვენ საქმეზე დისკუსიების გამართვისთვის ვართ მზად,” – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, რომ არ შედგეს საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა და ამას სჭირდება კონსტიტუციური მეთოდებით დაპირისპირება, ზუსტად ამის გამოხატულებაა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც უახლოეს მომავალში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში

„პროფესორმა“ გია ნოდიამ ასეთი რამ თქვა – „გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას“ – მისი დავალებაა გაავრცელოს ფსევდო ღირებულებები, ამ ფრაზის უკან „დიპ სტეიტის“ მთელი იდეოლოგიაა ჩადებული