შეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე – ბრიუსელში საგანგებო სამიტი იხსნება

შეთანხმებიან თუ არა ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე – საგანგებო სამიტი ბრიუსელში დღეს იხსნება. ევროკავშირის ლიდერები შეეცდებიან, დაარწმუნონ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, შეუერთდეს გეგმას, თუმცა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ისინი ასევე მზად არიან, კიევს ფული უნგრეთის გარეშეც მიაწოდონ.
ეს დახმარება უნგრეთმა დეკემბრის სამიტზე დაბლოკა, რის გამოც ბლოკს, საკითხის გადასაჭრელად, სამიტის მოწვევა დასჭირდა.
“დღევანდელი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი თემაა, თუ როგორ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. როგორ მივცეთ საშუალება ს, განაგრძოს თავდაცვითი აღჭურვილობის შეძენა, რომელიც მას სჭირდება? მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ მივაღწიოთ შეთანხმებას, 27 ქვეყანასთან. ბოლო საბჭოს შეთანხმება 26 სახელმწიფოს შორის მოხდა. ეს შეთანხმება ჯერ კიდევ არსებობს. 26-მა ქვეყანამ ძალიან მკაფიოდ იცის, რა იყო მაგიდაზე. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს პროცესი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენს შესაძლებლობებში, რომ კომპრომისს მივაღწევთ 27 ქვეყანასთან.
მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა იმაში, რომ დავრწმუნდეთ, ფული კარგად არის დახარჯული. მთავარია ახლა საერთო გზა ვიპოვოთ. მეორე საკითხია ფერმერების პროტესტი. ფერმერების პროტესტი ნაწილობრივ ლეგიტიმურია. ისინი ჩვენი დისკუსიის ნაწილი უნდა იყვნენ. ხარისხიანი პროდუქტის წარმოებისთვის კი უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ ამისთვის შესაბამისი პირობები აქვთ,” – აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ.
ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი მიიჩნევს, რომ უკრაინას გრძელვადიანი დახმარება სჭირდება და მათ შეთანხმებას უნდა მიაღწიონ.
„გვსურს შეთანხმებას მივაღწიოთ უკრაინისთვის 50 მილიარდი ფინანსური დახმარების შესახებ. ეს არის მთავარი მიზანი. სწორედ ამის განხილვას ვაპირებთ. ჩვენი მიზანია ვიპოვოთ 27 ქვეყნისთვის მისაღები გზა. კარგია ის, რომ ევროპაში საბრძოლო მასალის წარმოება სამჯერ გაიზარდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ევროპის ქვეყნების თავდაცვის მზადყოფნა ბევრად ჩამორჩება იმას, რაც უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ყველას უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ჩვენ ყველამ მეტი უნდა გავაკეთოთ.
ასევე, აუცილებელია, განვიხილოთ დასავლეთიდან რუსეთში მიკროჩიპების შეტანის საკითხი. როგორც ირკვევა, მათი მწარმოებელი კომპანიების ნაწილი დასავლეთიდანაა. მათ შორის სამი ევროპული. ვფიქრობ, ამ საკითხს ყურადღება უნდა დავუთმოთ.
რაც შეეხება ბატონ ორბანს – მართალია, მას ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, მაგრამ ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. უკრაინას გრძელვადიანი დახმარება სჭირდება,“ – აცხადებს კაია კალასი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ