მეუფე ვახტანგი: თეოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს საპატრიარქო კანდიდატს

საპროცედურო საკითხები განიხილება [3 აპრილს სინოდის სხდომაზე]. კანდიდატების წარდგენა და რაღაც ასეთი არ იქნება. კონკრეტიზაცია იქნება, რომ ხალხში არ იყოს რაღაც სხვა ხედვები და გაორებები, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არის ასე კანონი და თუ ამ კანონს დავარღვევთ, მაშინ ეს ისე არ მიიღება. ჩვენს მართვა-გამგეობის დებულებაში არის კანონები, რომელიც ბოლომდე არ არის მიყვანილი, დავუშვათ, კონკრეტიზაცია არ არის ამ კანონში. და ეს რომ მოხდეს, ამიტომ იკრიბება სინოდი. ყველა წევრი არ იქნება, შეიძლება მეც არ ვიყო.
შეიძლება იყოს [დაკონკრეტება რა იგულისხმება ჩანაწერში, რომ საპატრიარქო კანდიდატი უნდა იყოს არაუმეტეს 70 წლისა], რატომაც არა. თეოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს საპატრიარქო კანდიდატს. იგულისხმება ადგილობრივი განათლება, რაც უნდა იცოდეს, რა თქმა უნდა, კარგად. შესაძლოა, რაღაცა მონასტერშიდაც ისწავლოს ადამიანმა, მაგრამ ეს არ იქნება სრულყოფილი, ანუ მარტო პირჯვრის წერა დღეს არ არის საკმარისი, რომ დღეს იაზროვნო საღვთისმეტყველო შემეცნებით. ახლა ისეთი დროა, რომ რატომ არ უნდა იცოდეს ადამიანმა, დავუშვათ, მარტინ ჰაიდეგერის შრომები “დრო და ყოფიერება” – ეგზისტენციალიზმი, პირდაპირ ვთქვათ. სასულიერო პირი შემკობილი უნდა იყოს თავისი ღირსებით, განათლებით, ჯვრებით, ხედვით. ნუ ახლა უნივერსალი ვერავინ იქნება, ლეონარდო არავინ არის, მაგრამ სასურველია, რომ საპატრიარქო კანდიდატი წარმოსაჩენი იყოს ყველა თვალსაზრისით.