-ისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ბრიტანელ კოლეგას, გრანტ შაპსს ვაშინგტონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას -ის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პენტაგონის ცნობით, მხარეებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
ლოიდ ოსტინმა და გრანტ შაპსმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ჯარებზე ირანთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფების თავდასხმების ესკალაცია, „ჰუსიტების“ უკანონო თავდასხმები საერთაშორისო გემებზე წითელ ზღვაში და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მცდელობები.
„მინისტრმა ოსტინმა მადლობა გადაუხადა კოლეგა გრანტ შაპსს გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის კოალიციის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია „ჰუსიტების“ შემდგომი აგრესიის აცილებისა და საზღვაო და საერთაშორისო გემების დაცვისკენ“, – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ