მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] – მინდა, „ნაცებს“ მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ”.
“მიუხედავად იმ მცდელობისა, რომ ზოგიერთი ხელმოცარული ყვავი დაჩხაოდა ამ პროექტს [წერეთლის], მაინც შეძლეს [დასრულება] და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა ვუთხრა მერიის თითოეულ თანამშრომელს, კახა კალაძეს. მინდა, “ნაცებს” მივმართო – გამოდით ბიჭო, წერეთელზე, მინდა დაგთვალოთ! აი, თქვე ხელმოცარულებო. ეს კიდევ ერთი კარგი ლუსტრაცია იყო თბილისელებისთვის და მთელი საქართველოსთვის, როგორ არ უნდა გენდოთ, როგორ გიხარიათ, რომ სადმე თუ პროექტში რამე ხინჯია, აბა, დროზე თუ არ შესრულდა, როგორ ხართ ჩასაფრებულები. ხელმოცარულები დარჩით აქაც იმიტომ, რომ კახა კალაძის გუნდმა, მერიამ, [ირაკლი] ბენდელიანმა მთელმა ჯგუფმა, ვინც მუშაობდნენ ღირსებით და დროულად, ხარისხიანად შეძლეს და გააკეთეს დროში და ვადაში. ასე, რომ კიდევ ერთი სირცხვილი თქვენ. გამოდით, ახლა უნდა დაგთვალოთ,”- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.