მერიამ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, იოსებ ჟღენტის საცხოვრებელ სახლში უნებართვო კონსტრუქცია დაანგრია

მერიამ ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, იოსებ ჟღენტის საცხოვრებელ სახლში უნებართვო კონსტრუქცია დაანგრია | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ საქმე ეხება შენობის პირველ სართულზე არსებულ კომერციულ ფართს, რომლის წინ ტროტუარი წლების განმავლობაში კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული და გადახურული
🔻 ქობულეთის მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნებართვო ობიექტების დემონტაჟის შესახებ ინფორმაცია დღეს თავად გაავრცელა და ფოტოებიც გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, გავრცელებულ კადრებში მოხვდა საკრებულოს თავმჯდომარის სახლთან არსებული კონსტრუქციაც, თუმცა მოგვიანებით ეს ფოტო წაშალეს
🔻 მოგვიანებით ქობულეთის მერიაში გამოცემასთან განმარტეს, რომ უნებართვო კონსტრუქცია მეპატრონემ მითითების შემდეგ თავად დაანგრია