თბილისის აეროპორტში დღეს -ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაეშვა

თბილისის აეროპორტში დღეს -ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III დაეშვა – ინფორმაციას Flightradar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს, რომ თბილისში ის ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაეშვა, მოგვიანებით კი, 16:03 საათზე, სამხრეთის მიმართულებით გაფრინდა. ცნობილია, რომ ის გერმანიის ქალაქ რამშტაინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ავიაბაზიდან გამოფრინდა. Flightradar24-ზე მისი მიმართულება მითითებული არაა, თუმცა ჩანს, რომ მან სომხეთის საჰაერო სივრცე უკვე გადაკვეთა და თურქეთის ტერიტორიაზე შევიდა, რის შემდეგაც რადარიდან საერთოდ გაქრა. ამ დროისთვის თბილისში მისი დროებით გაჩერების მიზეზი უცნობია
🔻 ცნობილია, რომ აღნიშნული ბოინგი აშშ-ის საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავია, რომელიც სხვადასხვა მიზნით გამოიყენება, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით