ქართული პრესის მიმოხილვა 01.02 .2024

უკრაინა ევროპისგან პასუხს ელის – რას გადაწყვეტენ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები
“სიფრთხილის რაუნდი” ოპოზიციაში – რატომ ცდილობენ პოლიტიკოსები ენმ-სგან დისტანცირებას
როგორი იქნება „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით
* * *
ევროპისგან პასუხს ელის – რას გადაწყვეტენ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები
“ომში მყოფი უკრაინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 1-ელ თებერვალს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები ბრიუსელში. ისინი სამიტზე იკრიბებიან, სადაც უნდა გაირკვეს 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტის საკითხი. ასევე, დიდი მოლოდინი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის კონგრესი უკრაინისთვის დახმარების გაგრძელებაზე. ბაიდენის და ტრამპის შიდა დაპირისპირების ფონზე, რესპუბლიკელები ჯერჯერობით ბლოკავენ უკრაინისთვის დახმარების პაკეტს. შედეგად ფრონტის ხაზზე უკრაინის დროზე დახმარება თუ არ მოხდა, შესაძლოა სიტუაცია დრამატულად განვითარდეს. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ნიდერლანდები უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 122 მილიონ ევროს გამოყოფს. ევროკავშირის ელჩებმა კი მხარი დაუჭირეს ს ფედერაციის გაყინული აქტივების უკრაინის აღდგენისათვის გამოყენებას”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით უკრაინა ევროპისგან პასუხს ელის – რას გადაწყვეტენ 1 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები.
“ამასობაში, უკრაინამ და -მა საერთაშორისო დახმარების გამოყენების კონტროლის შესახებ მემორანდუმს მოაწერს ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აშშ-სა და უკრაინას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიზანს საერთაშორისო დახმარების გამოყენების მონიტორინგის გაძლიერება წარმოადგენს. სხვა საკითხებთან ერთად შეთანხმება კორუფციისა და თაღლითობის გამოსავლენად, დასადასტურებლად და თავიდან აცილების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას ითვალისწინებს. ასევე, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების დასადგენად აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის პერიოდული შეხვედრები გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა იმედი გამოთქვა, რომ აპრილის ბოლომდე კონტროლის ყველა მექანიზმი სათანადოდ ამოქმედდება. შეგახსენებთ, 29 იანვარს, ამერიკელი ინსპექტორები აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული დახმარების შესამოწმებლად კიევში ჩავიდნენ. დღეს, კიევს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდიც ეწვია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა და იარაღის მიწოდება არის გზა მშვიდობისკენ. იენს სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო-ს ყველა მოკავშირე უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, რადგან ეს არის ინვესტიცია უსაფრთხოებისთვის. “2024 წლის დადგომის შემდეგ, რუსეთმა უკრაინაში უკვე 330-ზე მეტი რაკეტა და თითქმის 600 დრონი გაუშვა”, – აცხადებს . უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ცაზე კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. “ასეთ ტერორისტულ ზეწოლას რომ გაუძლო, საჭიროა საკმარისად ძლიერი საჰაერო დაცვა. სწორედ ასეთ საჰაერო ფარს ვაშენებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. საჰაერო თავდაცვა და ელექტრონული ომი ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია. რუსული ტერორი უნდა დავამარცხოთ – ეს მიღწევადია”, – განაცხადა ზელენსკიმ. ევროკავშირმა რეალური ზომები უნდა მიიღოს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით – ნათქვამია გერმანიის კანცლერის, დანიის, ჩეხეთის, ს და ნიდერლანდების პრემიერების ერთობლივ წერილში – ევროპელი ლიდერები ევროკავშირს მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად გადასცეს კიევს დაპირებული 1 მილიონი საარტილერიო ჭურვი”, – განაგრძობს გამოცემა.
“ევროპას სჭირდება კოლექტიური ძალისხმევა უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში შეიარაღებისთვის, რადგან შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სრულმასშტაბიანი შეჭრის მოგერიებას. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უნდა განაახლონ ძალისხმევა და გააძლიერონ სამხედრო მხარდაჭერა და უნდა გაგრძელდეს კოლექტიური ძალისხმევა”, – აცხადებენ ევროპელი ლიდერები ერთობლივ მიმართვაში. მათი თქმით, უკრაინის მდგრადი გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერა საერთო ევროპული პასუხისმგებლობაა. “წარმატების გასაღები უკრაინისთვის დასავლური დახმარების შენარჩუნებაშია – ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება”, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, უილიამ ბერნსი თავის სტატიაში წერს. მისი თქმით, იარაღის მიწოდების შენარჩუნება უკრაინას უფრო ძლიერ მდგომარეობაში ჩააყენებს, თუ სერიოზული მოლაპარაკებების შესაძლებლობა გაჩნდება”, – დასძენს გამოცემა.
“ის იძლევა შანსს უკრაინის გრძელვადიანი გამარჯვებისა და რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების უზრუნველსაყოფად; უკრაინა შეძლებს დაიცვას და აღადგინოს სუვერენიტეტი, ხოლო რუსეთს დარჩება პუტინის სისულელეების გრძელვადიან ხარჯებთან გამკლავება. ამ გადამწყვეტ მომენტში კონფლიქტისგან განზე გადგომა და უკრაინის მხარდაჭერის შეწყვეტა შეერთებული შტატებისთვის ისტორიული მასშტაბის ავტოგოლი იქნება”, – წერს ბერნსი. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მიიჩნევს, რომ პუტინის ომი რუსეთისთვის უკვე მრავალი თვალსაზრისით მარცხია. ჟურნალ “არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ ნებისმიერ ომს “დიდი მუცელი” აქვს, ამიტომ ყოველდღე “ჭამა უნდა”. ალადაშვილი ამბობს, რომ აქ საუბარია სახარჯი მასალის მომარაგებაზე, იგივე ჭურვებზე, ვაზნებზე, ბომბებზე, ნაღმებზე და ა.შ. ასევე საწვავით მომარაგება და რა თქმა უნდა, ახალი ტექნიკის მიწოდება, რაც საბრძოლო მოქმედებების დროს დაზიანდა და აფეთქდა”, – წერს სტატიის ავტორი.
“მუდმივად კვება უნდა ფრონტის ხაზს, ამიტომ, თუკი უკრაინას ის დახმარება შეუწყდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰქონდა დასავლეთიდან, საქმე ძალიან გართულდება. რასაც ფრონტის ხაზზე უკრაინა იყენებს, განსაკუთრებით დასავლური წარმოების, მისი საბრძოლო მასალა, ვაზნები, ჭურვები, რა თქმა უნდა, ეს დასავლეთმა უნდა მიწოდოს, რადგან უკრაინაში არ იწარმოება. ეს პრობლემა უკვე არსებობს და კიდევ უფრო გაღრმავდება, თუ არ აღადგინა, პირელ რიგში, ამერიკამ და იგივე ევროპამაც, დახმარების მოცულობას თუ არ მოუმატა. ამერიკამ უკრაინას ბოლო დახარება ახალი წლის წინა დღეს მიაწოდა. დაახლოვებით 200 მილიონი იყო. ეს არაფერია იმასთან, რა რაოდენობის თავდასხმასაც რუსეთი ახორციელებს. როცა ფრონტზე გესვრიან, შენც ხომ ანალოგიური პასუხი უნდა გასცე”, – განმარტავს რესპონდენტი.
“ამერიკას კი შეუძლია დახმარების გაწევა, მაგრამ კონგრესის გარეშე ვერ შეძლებს. კონგრესის რესპუბლიკელი წევრები კი ტრამპის წინასაარჩევნო პროცესში არიან უკვე ჩართულები. ამიტომ ბაიდენის ხელისუფლებას არ აძლევენ საშუალებას ფრონტის ხაზზე უკრაინას დროული დახმარება გაუწიონ. ამერიკის ეს შიდა დაპირისპირება კი რეალურად უკვე მსოფლიოზე მოქმედებს. უკრაინის დამარცხება მაშინ მათ სინდისზე იქნება, ეს კი ცუდად იმომქდებს, ევროპაზე, ნატოზე და თავად ამერიკაზე”, – დაასკვნის ირაკლი ალადაშვილი. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები, პირველ რიგში, დაკარგავენ მსოფლიოში მომხრეებს, რომლებიც აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ამერიკას სხვების დაცვა შეეძლო. თუ რუსეთის აგრესიამ გაიმარჯვა უკრაინაზე, მაშინ სხვა აგრესორებიც დაიწყებენ სამხედრო მოქმედებებს საკუთარი მიზნების მისაღწევად”, – დასძენს სტატიის ავტორი.
“სიფრთხილის რაუნდი” ოპოზიციაში – რატომ ცდილობენ პოლიტიკოსები ენმ-სგან დისტანცირებას
“საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ოპოზიციონერები ენმ-სგან დისტანცირებას ცდილობენ, მათ შორის საუბარი აქვთ, ენმ-ს ყოფილ თავმჯდომარე ზე და “მთავარი არხის” დამფუძნებელ ზე, რომლებიც თებერვალში ახალი პარტიის შექმნას აანონსებენ. ანალიტიკოსთა შეფასებით, პარტიებისგან ენმ-სგან დისტანცირების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა, ამავდროულად ისინი დილემის წინაშე დგებიან – გაერთიანდებიან და “ნაცმოძრაობა” მათ ლიდერებს და პარტიებს “გადაყლაპავს”, არ გაერთიანდებიან და ბარიერის გადალახვის პრობლემა შეექმნებათ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ნაცმოძრაობასთან” ღია ალიანსში ყოფნაზე მხოლოდ “სტრატეგია აღმაშენებელმა” დათანხმდა, “ლელო” და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” მასთან ნებისმიერი გზით კავშირს გამორიცხავენ. ნიკა მელიას ენმ-დან წასვლის მიზეზი კი პარტიის ახალ მენეჯმენტთან დაპირისპირება გახდა”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “სიფრთხილის რაუნდი” ოპოზიციაში – რატომ ცდილობენ პოლიტიკოსები ენმ-სგან დისტანცირებას.
“მაპატიეთ ჟარგონისთვის, “ტეხავს” ნაციონალობა. სამწუხაროდ, ამის განცდა საზოგადოებაში რომ არსებობს აღმოაჩინეს და ცდილობენ დისტანცირებას”, – ასე აფასებს ნიკა გვარამიას მიერ ახალი პარტიის შექმნის იდეას. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკუთარი წარსული ეუხერხულებათ. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აცხადებს, რომ მუდმივად ხდება იმის წარმოჩენა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ვიღაც ემიჯნება. “ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გაიგო რა არის ნირი და ხასიათი “ნაციონალური მოძრაობისა”… სინამდვილეში არ ხდება მათი დაყოფა, ეს არის მათი გაშლა, რომ დააბნიონ საქართველოს მოსახლეობა, თითქოს სხვადასხვა ფლანგები არიან. სინამდვილეში, ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზმია. ვინაიდან, ეს ერთ იდეოლოგიას ეფუძნება, ვერ სცილდებიან ერთმანეთს. იდეოლოგია არის ძალადობა და ამ გზით საკითხების გადაწყვეტა… ისინი იფიცებიან სხვა დროშებზე, სხვა გერბებზე და სხვა ჰიმნებს მღერიან”, – განაცხადა პაპუაშვილმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აღნიშნავს, რომ ახლა ყველასგან სიფრთხილის რაუნდია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ტეხავს” თუ არა ამ ეტაპზე ვინმესთვის “ნეცმოძრაობა” ცოტა გაუგებარია, რადგან კოალიცია ვერც იქნება, ერთიანი სუბიექტი უნდა შეიქმნას, ამ ერთიანში თუ ენმ-ს არ უნდა პარტიები შეიყვანოს, ეს ფაქტის კონსტატაციაა, რომ ერთ პარტიას მეორესთან ერთად ყოფნა არ უნდა. ადრე “ნაცმოძრაობას” ასეთი ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული, ერთხანს პარტიებისგან დისტანცირდა და სავარაუდო უნდა ყოფილიყო, რომ მას მერე ეს პარტიები უფრო ფრთხილები იქნებოდნენ, ენმ-ის “სიყვარულში”. მე მგონი ახლა ასეთი სიფრთხილის რაუნდი არის და თან პარტიებს გაერთიანება გულს დიდად არ ეფონება, რადგან გაერთიანება ნიშნავს, რომ ლიდერი ლიდერობას დაკარგავს, რომელი პარტიებიც შეერწყმებიან. ოპოზიციური პარტიები ახლა ნაწილობრივ დილემის წინაშე არიან – გაერთიანდებიან, ენმ “გადაყლაპავს”, არ გაერთიანდებიან და ბარიერის გადალახვის პრობლემის წინაშე დგებიან. ასეთი საკითხი დგას, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბარიერი ცალ-ცალკეც გადალახონ და შეიძლება გაერთიანდნენ და ვერ გადალახონ. პარტიების გაერთიანება მხარდამჭერების გაერთიანებას არ ნიშნავს, შესაძლოა უფრო ნაკლები მხარდაჭერა მიიღონ, ვიდრე ცალკ-ცალკე. ასე, რომ თითოეული მათგანი სრული დილემის წინაშეა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ასეთი საკითხი დგას, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ბარიერი ცალკ-ცალკეც გადალახონ და შეიძლება გაერთიანდნენ და ვერ გადალახონ. პარტიების გაერთიანება მხარდამჭერების გაერთიანებას არ ნიშნავს, შესაძლოა უფრო ნაკლები მხარდაჭერა მიიღონ, ვიდრე ცალ-ცალკე. ასე, რომ თითოეული მათგანი სრული დილემის წინაშეა. რაც შეეხება რა შედეგი ექნებათ პარტიებს (მათ შორის ენმ-სთან დისტანცირებით), არა მგონია, რომ ელექტორალური თვალსაზრისით რაიმე სერიოზული შედეგი ჰქონდეთ, რადგან თავიანთი ამომრჩეველი ამ დრომდე გაუგებრობაში ჰყავთ და ვერ ხვდებიან თუ ვინ ვისთან მიდის და ვინ სადაა. ამ პირობებში კი პარტიებს ელექტორატის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. მელიასთან ენმ-ს ხელმძღვანელობას ღია კონფლიქტი აქვთ, გვარამიაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ბოროტი ენები ამბობენ, უცხოეთში რომ იყო, უთხრეს, რომ “ნაცმოძრაობას” თავი დაანებეო. ოპოზიციურ პარტიებს ძალიან ბევრი პარასკევი აქვთ, ყოველ დღე ახალ-ახალი რაღაცეები ხდება და ლოგიკურია, რომ ენმ-სგან დისტანცირება მოახდინონ, თუკი თავიანთი თავის სჯერათ და თუ არა, მაშინ ლოგიკურია, რომ “ნაცმოძრაობამ” თავისი ხმები აიღოს და ესენი თავიდან მოიშოროს”,- დასძენს რამაზ საყვარელიძე.
როგორი იქნება „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით
“სამთავრობო და “ოცნების” პარტიული ცვლილებები კვლავ აქტუალური თემაა – პირველ თებერვალს მმართველი პარტიის ოფისში პარტიული ყრილობა გაიმართება, სადაც ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ასევე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი იქნება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა. შემდეგ პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, დიდი ალბათობით მომავალ კვირის განმავლობაში მთავრობა სრულად დაკომპლექტდება. ანალიტიკოსები თვლიან, რომ “ოცნების” სტრატეგია საარჩევნოდ ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით იქნება ის, რომ “საპარლამენტო არჩევნებში ისტორიული მეოთხე გამარჯვება იყოს მიღწეული”. საკითხზე, რა შეიძლება შეიცვალოს ამ გადაადგილებით, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ “სტრატეგიულად არაფერი შეიცვლება, ტაქტიკურად შეიძლება ზოგიერთი საკითხები შეიცვალოს, რომელიც პარტიისთვის უკეთესი იქნება”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორი იქნება „ოცნების“ საარჩევნო სტრატეგია ღარიბაშვილის პარტიული და კობახიძის სამთავრობო ხელმძღვანელობით.
“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლა “ისტორიული მომენტი იქნება” – ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. “ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის”, – განაცხადა პაპუაშვილმა, რომლიც თვლისა, რომ “ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს, – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” საერთაშორისო მდივანი, სერგო ჩიხლაძე სამთავრობო ცვლილებებს. “იმ გარემოებით, რომ ოლიგარქისგან ერთი სკამის მოშორებით გადაჯდება და ერთი სკამით ახლოს დაჯდება ირაკლი კობახიძე არაფერი იცვლება. ბატონი კობახიძე არ არის ის ფიგურა, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დააჩქარებს. კობახიძე ყოველთვის ბევრს საუბრობდა ოლიგარქის ფულზე, ოლიგარქის ინტერესებსა და საზღვარგარეთის ბანკებში მოთავსებულ მის ფულზე, მაგრამ სიტყვაც კი არ უთქვამს საქართველოში მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ღირსეული სამუშაო და ცხოვრების პირობების შექმნაზე, ბავშვთა შიმშილობაზე, ასობით ათასი ადამიანის ქვეყნიდან გადინებაზე. მისი ინტერესის სფერო უკვე ცნობილია”, – ამბობს ჩიხლაძე, რომლის აზრით, “ეს არის მდიდარი ოლიგარქის მსახურება და არა სახელმწიფოს ან ხალხის ინტერესების დაცვა”, – განაგრძობს გამოცემა.
“ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძის და ზოგადად “ქართულ ოცნების” ინტერესი რომ იყოს საქართველოს მოქალაქე და მისი კეთილდღეობა, მარტო ბოლო 2 წელიწადში რეალური შანსი იყო, რომ შექმნილიყო ათობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ასევე იყო შანსი, რომ შემოსულიყო დამატებით მილიარდობით დოლარის ინვესტიცია, რომელიც მიაღწევდა საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე და ასობით ათასი საქართველოს მკვიდრი არ დატოვებდა სამშობლოს ლუკმა-პურის ძიებაში. ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამ ხელიდან გაშვებულ შანსებს და შესაძლებლობებს დღის წესრიგში აუცილებლად დავაბრუნებთ და გამოვიყენებთ…” – განაცხადა ჩიხლაძემ. ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ სთვის პარტიის სტრატეგიაა ის, რომ “მეოთხე ისტორიული გამარჯვება იყოს მიღწეული”, თუმცა დასძენს, რომ ამ ცვლილებამდე რეიტინგის ნაკლებობას არც განიცდიან”, – დასძენს გამოცემა.
“რაც შეეხება კობახიძის გაპრემიერებას, წლებმა გვაჩვენა, რომ ის წარმატებული და პროფესიონალი სახელმწიფო მოღვაწეა, მისი მუშაობა აღმასრულებელ ფრონტზე, საკმაოდ წაადგება, როგორც ხელისუფლებას, ისე უწინარესად ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, რომ კობახიძე და მისი თანაგუნდელები პატრიოტები არიან, სახელმწიფო ინტერესებზე და ქვეყნის სუვერენიტეტის შეუვალობაზე ზრუნავენ. მინდა იმ უგვანო განცხადებებს ვუპასუხო, რასაც რადიკალები ამბობენ, რომ თითქოს “ქართულ ოცნებას” რეიტინგულად ძალიან გაუჭირდა და ამიტომაც მოხდა ეს გადაადგილება, ეს ასე არაა, ცოცხალ, ჯანსაღ გუნდში გადაადგილებები ხდება ხოლმე, როგორც პოლიტიკაში, ისე ბიზნესსა თუ სპორტში. ეს ნიშნავს, რომ გუნდი ინტერაქტიულია, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს და სახელწიფო გამოწვევებს პასუხობს. რასაც ვხედავ, წინასაარჩევნო პროცესში მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია როგორც ასეთ თითქმის არ გვყავს და ეს დემოკრატიისთვის კარგი არაა. ეს “ოცნების” ბრალი ნამდვილად ვერ იქნება, ეს მათი ბრალია, ვინც შავ ფულს ატრიალებს რადიკალიზმისა და დეზინფორმაციის წინ წაწევისთვის”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს