შორენა ბეგაშვილი ზურა შევარდნაძეზე: პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი

შორენა ბეგაშვილი “გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებლის, ზურა შევარდნაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, სადაც მისი ყოფილი თანამშრომელი მას შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაუალებს ეხმაურება.

“ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი -“ყვავილების” (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე) ერთ კვირაში რომ მივედით – “ის ჯავშნის ფული იყო ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო” უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე.

მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული. ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები.

მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა, ისე მომატყუეს, თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი… მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხო არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე-მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს, გამდიდრდა იმ ფულით,” – წერს შორენა ბეგაშვილი.

ასევე იხილეთ: “5 დღის წინ მოხდა ეს ამბავი, ჩემთვის დიდი შოკი იყო, იმხელა შეურაცხყოფა იყო, აზრზე ვერ მოვსულვარ” – სკანდალი ზურაბ შევარდნაძის გარშემო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება