3 აპრილს მიტროპოლიტ შიოს მოწვევით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მოწვევით საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ინფორმაციით, სხდომის მიზანია იმ საორგანიზაციო თემების განხილვა, რომლებიც არ არის გაწერილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით.

“მათ შორის, სინოდის შემდგომ სხდომებთან და გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, კრების გამართვის ადგილი, დელეგატების მოწვევის პროცედურა და სხვა აუცილებელი საკითხები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა – არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლებას რეაგირება ექნება