გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით სამხედრო უკვე აღმოსავლეთშია იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციის ჩატარებასაც.
30 მარტს აშშ-ს ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემას აცნობა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში რეგიონში დამატებით 2 500 საზღვაო ქვეითები ჩავიდა, თუმცა, ანონიმურ წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად გაგზავნა ისინი პენტაგონმა.
მანამდე, 18 მარტს, Reuters-მა პირველმა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დამატებით ამერიკელი სამხედროების გაგზავნას განიხილავდა.
ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ირანში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა, აშშ გააგრძელებს რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამომავლოდ საბრძოლო მოქმედებების პოტენციური გაფართოების მიზნით.
Axios-ის მიხედვით, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს და თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ უფრო მეტი ესკალაციის გამომწვევ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასაც.
Axios: ირანთან ომის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 10 000 სამხედროს გაგზავნას განიხილავს
TOI: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებისკენ იხრება
Axios: პენტაგონი ირანისთვის მასობრივი “საბოლოო დარტყმის” მისაყენებლად ვარიანტებს ამზადებს
ამასთან, ამერიკული გამოცემის მიხედვით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომში თავის ყველა მიზანს მიაღწიოს და დაამატა, რომ ირანთან ომი კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.