ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარისკაცები, ღაზის უდიდეს სამედიცინო დაწესებულებაში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – ისრაელის ჯარისკაცები, ღაზის უდიდეს სამედიცინო დაწესებულებაში სამხედრო ოპერაციებს განაგრძობენ.
ისრაელის თავდაცვის ინფორმაციით, ალ-შიფას კომპლექსის მიმდებარედ, კარგად არის დამალული ტერორისტული ინფრასტრუქტურა და მათი ვარაუდით, იქ იარაღიც გაცილებით მეტია ვიდრე გუშინ ამოიღეს.
ოპერაციისას, ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოს მახლობლად 65 წლის მრევლი ქალის ცხედარი იპოვეს, რომელიც “ჰამასმა” 7 ოქტომბრის თავდასხმისას აიყვანა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არსებობდა “ძლიერი მინიშნებები”, რომ “ჰამასს” გატაცებული მძევლები საავადმყოფოში ჰყავდა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჰოსპიტალში შევიდნენ, თუმცა იქ მძევლები აღარ იყვნენ.
ისრაელის განცხადებით, “ცახალმა” საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, “ოპერაციული გვირაბის შახტი” და დანაღმული მანქანა იპოვა.
“ჰამასმა” უარყო ეს განცხადება და მას “უსაფუძვლო სიცრუე” უწოდა. მათი თქმით, ეს ისრაელის იმ უწყვეტი კამპანიის ნაწილია, რომლითაც ისრაელი ცდილობს გაამართლოს ომი ღაზის წინააღმდეგ.
ანკლავში, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საწვავის დეფიციტიც. გაერო-ს პალესტინის ლტოლვილთა სააგენტომ განაცხადა, რომ დღეიდან, ის ვერ შეძლებს სატვირთო მანქანების გაგზავნას.

ასევე დაგაინტერესებთ

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა