ეს იყო ნამდვილად მნიშვნელოვანი ზარი, ერთი – შინაარსიდან გამომდინარე, ძალიან საინტერესო შინაარსობრივი ზარი შედგა და საუბარი. მეორეს მხრივ, ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, ეს იყო ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი, მაგრამ მეორეს მხრივ, საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რომ ჩვენ უფრო მეტს ველით, უფრო დროულად ველით ურთიერთობების გადატვირთვას და იმედი გვაქვს, რომ ამ ზარითაც მათ შორის აშშ დააჩქარებს თავის გეგმებს საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში და იმედია, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ უფრო კონკრეტული, პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას.