ლონდონში სევასტოპოლის სანქცირებული, ყოფილი „გუბერნატორი“ დააკავეს

ლონდონშიდ დააკავეს რუსეთის ანექსირებული ყირიმის დედაქალაქის, სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, დიმიტრი ოვსიანიკოვი, იტყობინება „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური.
მედიის ცნობით, ოვსიანიკოვი, რომელიც სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი 2016-19 წლებში იყო, შემდეგ კი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა, ეჭვმიტანილია Halifax Bank of Scotland-ში ანგარიშის გახსნასა და ანგარიშზე თანხის შეტანაში. ეს სამართალდარღვევად ითვლება, ვინაიდან ოვსიანიკოვი ბრიტანეთს 2020 წლიდან ჰყავს სანქცირებული. შესაბამისად, მას ბრიტანეთში ფინანსური საქმიანობა ეკრძალება. თუმცა, სანქციები არ ითვალისწინებდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.
ოვსიანიკოვი 22 იანვარს, დანაშაულთან ბრძოლის სააგენტომ დააკავა. არსებული ცნობებით, ყოფილ რუს მაღალჩინოსანს თან ნაღდი ფულიც ჰქონდა, 77 517 ფუნტის ოდენობით. სასამართლოს წინაშე იგი 20 თებერვალს უნდა წარსდგეს.
ოვსიანიკოვი 2022 წელს ევროკავშირის სანქციების სიაშიც მოხვდა, თუმცა სასამართლოში იჩივლა და იქიდან ამოიღეს. ოვსიანიკოვმა რუსეთის ხელისუფლება 2020 წლის აპრილში დატოვა. იჟევსკის აეროპორტში ხმამაღლა გინების შემდეგ, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთიდანაც“ გარიცხეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს