ოცნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს

tbl.ge/7gxnქართული ოცნება აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ცოტნე ანანიძეს წარადგენს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, 31 მარტს გამართულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი ქობულეთის დელეგატისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურას.
საბჭოს ინფორმაციით, ოცნება ანანიძის კანდიდატურას უახლოეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე წარადგენს.
ცნობისთვის, აქამდე ზემოთხსენებულ პოსტს დავით გაბაიძე იკავებდა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მან 30 მარტს გააკეთა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა
კომენტარებიბოლო სიახლეები