გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილიგაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ჯონ ჰილის თქმით, ისინი სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დამატებით საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სამხედრო პერსონალს გზავნიან.
ჰილის თქმით, ბრიტანელი ჯარისკაცები მათ დაეხმარებიან ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემების დამონტაჟებასა და მოხმარებაში. მისივე განცხადებით, დიდი ბრიტანეთი ახლო აღმოსავლეთში “ცის დასაცავად” და “საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად” 1 000-მდე ჯარისკაცს განათავსებს.
ეს განცხადება ჯონ ჰილიმ ქალაქ დოჰაში ვიზიტის დროს გააკეთა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ირანი “თავდასხმებს აფართოებს”.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები კატარში მოქმედებას გააგრძელებენ.
ჰილიმ სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიმართა:
“დიდი ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას და თავის პარტნიორებთან ერთად იდგება. ახლა ახლო აღმოსავლეთის ცას ბრიტანეთის საუკეთესო სამხედროები იცავენ”. – თქვა ჯონ ჰილიმ.